„აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში“- იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე

„როცა მოვა დრო, აუცილებლად დაბრუნდება“ – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვას იგეგმება თუ არა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.

ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი ციხეში აუცილებლად დაბრუნდება.

„მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, შესაბამისად, ისიც აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იყო, ან სხვაგან”,- განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტტიციის მინისტრმა, ასევე ისაუბრა, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით.

 

სტრასბურგმა მიიჩნია, რომ  სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები სერიოზული და საფუძვლიანი იყო

მსგავსი თემები