ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დემოკრატიის აყვავებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას – ჰერჩინსკი

ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დემოკრატიის აყვავებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს შესაფერისი გარემოს შექმნას, დემოკრატიის აყვავებისთვის პირობების შექმნას და მდიდარი ბიზნესმენების პოლიტიკურ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილებას. ასე რომ, ჩვენი, ევროპული გადმოსახედიდან, საქმე ეხება არა სახელებს, არამედ დემოკრატიული განვითარების ხელშემწყობ სისტემასა და გარემოს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მეტი...

2 %-ად რომ შემოგაქვს და 31 %-ად უპროცენტებ შენ ხალხს, მევახშე ხარ, აბა რა ხარ?! – თაკო ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე

რა თბილისი უნდა დაიბრუნოს, ჯერ დაუბრუნოს გაღატაკებულ თბილისელებს, კაცები რომ გადაამტვრია წელში მისმა ბანკმა და ცოლები რომ გაუქცია. 2 პროცენტად რომ შემოგაქვს პროცენტი და 31-ად უპროცენტებ შენს ხალხს, მევახშე ხარ აბა ბანკირი ხარ?! – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შესახებ საუბრისას, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საბანკო სისტემას თუ ანადგურებს რაიმე, ეს არის მევახშეური სისტემა. „საბანკო სისტემას თუ ანადგურებს რაიმე, ეს არის მევახშეური სისტემა. ეს არის, საბანკო სისტემა შეკრული რომ არის ლომბარდებთან, საკუთარი სალომბარდე სისტემა რომ აქვთ. ახალია ეს ყველაფერი?” – განაცხადა ჩარკვიანმა.

მეტი...

ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა

აშშ-ის ხელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა. ბლინკენი NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება. ,,სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2023 წლის 27-29 ნოემბერს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, რათა დაესწროს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მათ შორის, NATO-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას,” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მეტი...

სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში – პაველ ჰერჩინსკი

შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში, – ამის შესახებ საქართველოსი ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროპული კომისიის კოლეგები ყურადღებით შეისწავლიან სიტუაციას და გამოაქვეყნებენ თავიანთ შეფასებას. „როგორც არაერთხელ მითქვამს ღიად და გულწრფელად, ოპტიმისტი ვარ, ამიტომ ვარ საქართველოში, ვცდილობ, ვიყო ქართული წარმატების ნაწილი. როგორც ყველამ ვიცით, რვა ნოემბერს ევროკომისიამ დადებითი შეფასება გასცა კანდიდატის სტატუსზე. ახლა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა განიხილავს და 14 დეკემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას. ძალიან მიხარია, რომ ხელისუფლებამ სწრაფად იმოქმედა. შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც განხილული და დამტკიცებული იქნა მთავრობის…

მეტი...

ინდოეთში ძლიერი ქარიშხლის დროს 24 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში ძლიერი ქარიშხლის დროს ელვისა და წვიმის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა. მათგან 18 ელვის დარტყმის შედეგად გარაიცვალა. დასავლეთ გუჯარატის შტატში წვიმამ სახლები დააზიანა და დახოცა პირუტყვი. ორი დღეა, გუჯარატის შტატში ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი და სეტყვაა. მეტეოროლოგების თქმით, ზამთარში გუჯარატში ქარიშხალი “უჩვეულოა“.  

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში – მანქანა ქვეითს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში – მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ავარიის სავარაუდო მიზეზად,  ცუდი ხილვადობა და გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

მეტი...

ენტონი ბლინკენი ამ კვირაში ისრაელში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამ კვირაში ისრაელში ჩავა. „ვიზიტისას ბლინკენი განიხილავს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, ასევე მცდელობებს დარჩენილი მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ღაზაში ისრაელის ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაჩქარებას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მეტი...

სროლა კანადაში – სამი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა

კანადაში, უინიპეგში სროლის დროს, სამი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, სროლა 26 ნოემრის დილის 04:00 საათზე მოხდა. დაჭრილებიდან ორი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. სამი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ,,ეს ინციდენტი მრავალსართულიან საცხოვრებელში მოხდა. დამატებითი ინფორმაცია შესაძლო მოტივის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა კონსტაბელ ჯეისონ მიჩალიშენმა, ვინიპეგის პოლიციის სპიკერმა.  

მეტი...

არ გავჩერდებით, სანამ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით,  შტატები არ შეწყვეტს მუშაობას მანამ, სანამ “ჰამასის” მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი არ გათავისუფლდება. ,,48 საათი. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ჰამასის ტერორისტების მიერ დაკავებული ყველა მძევალი არ გათავისუფლდება”, – განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით,  პაუზამ შესაძლებელი გახადა ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდა. ცნობისთვის, “ჰამასსა” და ისრაელს შორის ზავი 2 დღით გახანგრძლივდა.

მეტი...

რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის რაოდენობა ჰიბრიდულ თავდასხმას უტოლდება – ფინეთის პრემიერი

ფინეთის პრემიერ-მინისტრის პეტერი ორპოს განცხადებით, რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის რაოდენობა ჰიბრიდულ თავდასხმას უტოლდება. მისი თქმით, ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. „მიგვაჩნია, რომ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ჩვენს შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლებამ დოკუმენტაციის გარეშე პირს ფინეთში გადმოსვლის საშუალება მისცა. ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ რუსეთის სასაზღვრო სამსახური მათ ფინეთში შემოსვლაშიც კი ეხმარება. უკანონო შემოსვლის სწრაფი ზრდის გამო, საჭირო გახდა მკაცრი ზომების მიღება. ჩვენ დავკეტეთ ყველა ჩვენი სასაზღვრო გამშვები პუნქტი აღმოსავლეთ საზღვარზე ერთის გარდა. ჩვენ მზად ვართ ესეც დავხუროთ, თუ საჭირო იქნება“, – განაცხადა ორპომ. გავრცელებული ინფორმაციით,  ნოემბრის თვეში რუსეთიდან ფინეთში 900 თავშესაფრის მაძიებელი გადავიდა,…

მეტი...