2 %-ად რომ შემოგაქვს და 31 %-ად უპროცენტებ შენ ხალხს, მევახშე ხარ, აბა რა ხარ?! – თაკო ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე

რა თბილისი უნდა დაიბრუნოს, ჯერ დაუბრუნოს გაღატაკებულ თბილისელებს, კაცები რომ გადაამტვრია წელში მისმა ბანკმა და ცოლები რომ გაუქცია. 2 პროცენტად რომ შემოგაქვს პროცენტი და 31-ად უპროცენტებ შენს ხალხს, მევახშე ხარ აბა ბანკირი ხარ?! – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შესახებ საუბრისას, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საბანკო სისტემას თუ ანადგურებს რაიმე, ეს არის მევახშეური სისტემა.

„საბანკო სისტემას თუ ანადგურებს რაიმე, ეს არის მევახშეური სისტემა. ეს არის, საბანკო სისტემა შეკრული რომ არის ლომბარდებთან, საკუთარი სალომბარდე სისტემა რომ აქვთ. ახალია ეს ყველაფერი?” – განაცხადა ჩარკვიანმა.

მსგავსი თემები