აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შტატები არ შეწყვეტს მუშაობას მანამ, სანამ “ჰამასის” მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი არ გათავისუფლდება.
,,48 საათი. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ჰამასის ტერორისტების მიერ დაკავებული ყველა მძევალი არ გათავისუფლდება”, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, პაუზამ შესაძლებელი გახადა ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდა.
ცნობისთვის, “ჰამასსა” და ისრაელს შორის ზავი 2 დღით გახანგრძლივდა.