სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში – პაველ ჰერჩინსკი

შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში, – ამის შესახებ საქართველოსი ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული კომისიის კოლეგები ყურადღებით შეისწავლიან სიტუაციას და გამოაქვეყნებენ თავიანთ შეფასებას.

„როგორც არაერთხელ მითქვამს ღიად და გულწრფელად, ოპტიმისტი ვარ, ამიტომ ვარ საქართველოში, ვცდილობ, ვიყო ქართული წარმატების ნაწილი. როგორც ყველამ ვიცით, რვა ნოემბერს ევროკომისიამ დადებითი შეფასება გასცა კანდიდატის სტატუსზე. ახლა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა განიხილავს და 14 დეკემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას. ძალიან მიხარია, რომ ხელისუფლებამ სწრაფად იმოქმედა. შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც განხილული და დამტკიცებული იქნა მთავრობის მიერ, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიასთან. ევროპული კომისიის კოლეგები ყურადღებით შეისწავლიან სიტუაციას და გამოაქვეყნებენ თავიანთ შეფასებას. ბედნიერი ვარ, რომ ეს ხდება არა დროის დასაკარგად, არამედ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველომ შეძლოს, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება სწრაფად დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები