ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა

აშშ-ის ხელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა. ბლინკენი NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება.

,,სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2023 წლის 27-29 ნოემბერს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, რათა დაესწროს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მათ შორის, NATO-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას,” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მსგავსი თემები