რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის რაოდენობა ჰიბრიდულ თავდასხმას უტოლდება – ფინეთის პრემიერი

ფინეთის პრემიერ-მინისტრის პეტერი ორპოს განცხადებით, რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის რაოდენობა ჰიბრიდულ თავდასხმას უტოლდება. მისი თქმით, ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ჩვენს შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლებამ დოკუმენტაციის გარეშე პირს ფინეთში გადმოსვლის საშუალება მისცა. ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ რუსეთის სასაზღვრო სამსახური მათ ფინეთში შემოსვლაშიც კი ეხმარება. უკანონო შემოსვლის სწრაფი ზრდის გამო, საჭირო გახდა მკაცრი ზომების მიღება. ჩვენ დავკეტეთ ყველა ჩვენი სასაზღვრო გამშვები პუნქტი აღმოსავლეთ საზღვარზე ერთის გარდა. ჩვენ მზად ვართ ესეც დავხუროთ, თუ საჭირო იქნება“, – განაცხადა ორპომ.

გავრცელებული ინფორმაციით,  ნოემბრის თვეში რუსეთიდან ფინეთში 900 თავშესაფრის მაძიებელი გადავიდა, რომლებიც ძირითადად ავღანეთიდან, კენიიდან, მაროკოდან, პაკისტანიდან, სომალიდან, სირიიდან და იემენიდან არიან.

მსგავსი თემები