სროლა კანადაში – სამი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა

კანადაში, უინიპეგში სროლის დროს, სამი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, სროლა 26 ნოემრის დილის 04:00 საათზე მოხდა.

დაჭრილებიდან ორი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. სამი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

,,ეს ინციდენტი მრავალსართულიან საცხოვრებელში მოხდა. დამატებითი ინფორმაცია შესაძლო მოტივის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა კონსტაბელ ჯეისონ მიჩალიშენმა, ვინიპეგის პოლიციის სპიკერმა.

 

მსგავსი თემები