„ამაზე უარესი არის სიკვდილი“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის მდგომარეობა სიკვდილთან მიახლოებულია.  „საშინელია მისი მდგომარეობა, ამაზე უარესი არის სიკვდილი“ – აღნიშნა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.

მან კლინიკაში მიხეილ სააკაშილი მოინახულა და უკვირს, როგორ უძლებს მისი შვილი ამდენს.

„მიკვირს, როგორ უძლებს. არ ვიცი, როდემდე გაძლებს. საშინელია მისი მდგომარეობა, ამაზე უარესი არის სიკვდილი. ვიღაცამ სტრასბურგში თქვა, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო. ნამდვილად ეგრეა. როგორც კი წამოიწევა, არის ცარიელი ჩონჩხი. გული გაგიჩერდება“- აღნიშნა გიული ალასანიამ მედიასთან.

მისივე განცხადებით, პოლონელი ექიმები საქართველოში იმიტომ ვერ ჩამოდიან, რომ მის შვილთან შესვლის ნებართვას არ აძლევენ.

„არ მაქვს კონტაქტი ამ ხალხთან. ვერ ჩამოდიან, ფაქტია. ელოდებიან მთელი თავისი აღჭურვილობით, მანქანით, რომელშიც ყველაფერია იმისთვის, რომ გაისინჯოს ადამიანი და დაწერონ თავისი დასკვნა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ჩამოდიან. არ აძლევენ აქედან ნებართვას“ – აღნიშნა მან.

მსგავსი თემები