„დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა“ – ვოლსკი

„არის გარკვეული თემები, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას არათუ პასუხი არ აქვს, საფუძველი არ აქვს, რაიმე ბრალდება წაუყენოს ხელისუფლებას“ – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს დესტაბილიზაციის შექმნას.

„ხელისუფლება მოქმედებს არა ვიღაცის მოსაწონებლად, პოლიტიკურ კეკლუცობას კი არ მიჰყვება, ზუსტად იმას აკეთებს, რაც სახელმწიფო ინტერესებშია, მათ შორისაა ექიმების ჩამოყვანა. როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი, ამაზე საუბრობს კლინიკა, მთავრობა, ეს არყევს იმ პოზიციას და სტრატეგიას, რომელიც „ხაბეიშვილებს“ გააჩნიათ. დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება, როდესაც ის მაგალითად, ქართველ ექიმებს არ ენდობა. ეს არის მთელი ზღაპარი, რომელიც მოიგონეს და ამ ზღაპრის მეშვეობით ცდილობენ საზოგადოებაში დამატებითი მუხტი შეიტანონ იმისთვის, რომ მათ აქციებზე ხალხი მოგროვდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები