შესაძლოა, განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვოს

პარლამენტში გია ვოლსკი ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა განაცხადა, ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხი მინისტრის თემაც იყოს.

„ადამიანები თავისუფლები არიან, თავისუფლებისთვის არაინ ისჯება. მედია ცდილობს შექმნას ტრაგედია, თითქოს, რღვევა მიმდინარეობს ქვეყანაში.  რა გადაწყვეტილებას მიიღებს დეპუტატი, წავა თუ არ წავა, ეს პირადად მასზეა დამოკიდებული. ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ. ყველაფერზე იყო საუბარი, მიმდინარე პროცესებზე. მთავრობის წევრებიც იყვნენ. ვილაპარაკეთ ცალკეულ პიროვნებებზეც, იყო საუბარი მინისტრის კანდიდატზეც“ – განაცხადა გია ვოლსკიმ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი გუშინ ბორჯომში შეიკრიბა. შეკრების ერთ-ერთი მიზეზი ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და პარლამენტთან აქციები იყო. ერთ-ერთი ინფორმაციით, საუბარია განათლების მინისტრ  მიხეილ ჩხენკელის ცვლილებაზე, რადგანაც მან სტუდენტებთან ჯანსაღი კომუნიკაცია ვერ შეძლო და ისინი აქციაზე გამოვიდნენ. ასევე, საუბარია რამდენიმე დეპუტატზე, უმრავლესობის წევრზე, რომლებიც პარლამენტის დატოვებას აპირებენ.

 

მსგავსი თემები