დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

მწერალი დათო ტურაშვილი სასწრაფოდ  კლინიკაში გადაიყვანეს. მას სტენოკარდიული შეტევა ჰქონდა. ტურაშვილს უმძიმესი ინფარქტი აქვს გადატანილი.

როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, შეტევა ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ აგორებულმა ნეგატიურმა კამპანიამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ დათო ტურაშვილის წინააღმდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავდა. ამის გამო, სოციალურ ქსელებში მის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია დაიწყო, რის გამოც ის ძალიან ნერვიულობდა და განმარტებების გაკეთება მოუწია, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. მას, ასევე ე.წ. აგენტების კანონის კრიტიკის გამო დაუპირისპირდნენ.

მსგავსი თემები