“ასეთ წინადადებას ვერანაირად ვერ მივიღებთ“ – რის შეთავაზებას აპირებს რუსეთი უკრაინისთვის?!

უკრაინული მხარის განცხადებით, მათთვის ცნობილია ის გეგმა, რასაც რუსეთი უკრაინას უმზადებს, როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, საუბარია უკრაინის გაყოფაზე კორეის მაგალითით.

„რუსეთი გეგმავს „უკრაინის გაყოფას კორეის მაგალითზე“, ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფნის შექმნას, რის შემდეგაც უკრაინას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას შესთავაზებენ.  მათ უნდათ, გვითხრან – შევჩერდეთ იქ, სადამდეც ბრძოლებით მოვედით-ო. მე კი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ასეთ წინადადებას ვერანაირად დავთანხდებით. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და ეს  ჩვენს კონსტიტუციურ წყობილებაზე ხელის აღმართვაა“ – აცხადებს დანილოვი

 

მსგავსი თემები