წისქვილკომბინატები ფქვილზე მოსაკრებლის დაწესებას ითხოვენ და 3 პუნქტიან გარანტიას იძლევიან

რუსეთის მიერ, ხორბალზე  დაწესებული მოსაკრებელია გამო, საქართველოში წისქვილკომბინატები ისევ გაჩერდა. იმისათვის, რომ წისქვილები ამუშავდეს და ქვეყანაში ხორბალი შემოვიდეს, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“  ფქვილზეც გადასახადის დაწესებას ითხოვს და სანაცვლოდ 3 პუნქტიან გარანტიას იძლევა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ასოციაციის ხელმძღვანელმა მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა.

„წისქვილკომბინატები გაჩერებულია. იმისათვის, რომ მუშაობა შევძლოთ,  ჩვენი შეთავაზებაა, ფქვილზე შემოიღონ მოსაკრებელი საპირწონედ რუსეთის ხორბალზე საექსპორტო გადასახადისა. ამის შემდეგ, ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ 1. ძირითადი, ე.წ. სოციალური  პურის ფასი შენარჩუნდება და არ გაიზარდება; 2. ის აუთვისებელი ხორბალი, რომელიც დღეს აქვთ ფერმერებს დაგროვილი, წისქვილკობინატების მიერ იქნება რეალიზებული; 3. გარანტიას ვიძლევით, რომ საქართველოში იქნება ხორბლის 2 თვიანი  გარდამავალი მარაგი, რაც უზრუნველჰყოფს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას“ – აღნიშნა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ ხორბალზე საბაჟო მოსაკრებელი არსებობს, ფქვილზე კი არა, რის გამოც ქვეყანაში ხორბლის შემოტანა შემცირებულია და ძირითადად ფქვილი შემოდის.

მსგავსი თემები