თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ირაკლი კობახიძის ლექცია არ ჩაუტარდათ. სტუდენტებმა აღნიშნულთან დაკავშირებით, სმს შეტყობინება მიიღეს, სადაც საუბარი იყო, რომ პროფესორ ირაკლი კობახიძის ლექცია „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი“, გადაიდო.
რა გახდა აღნიშნულის მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ ლექციაზე პროტესტი ჰქონდათ დაგეგმილი, რომლის შესახებაც ირაკლი კობახიძემ იცოდა და სწორედ ამიტომ გადადო ლექცია.
როგოც ერთი-ერთი სტუდენტი განმარტავს, მან საკუთარ სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაციას, რომ ირაკლი კობახიძის ლექციაზე პროტესტი იგეგმებოდა. კერძოდ, სტუდენტები აპირებდნენ აუდიტორიაში შეკრებას და მდუმარე პროტესტის გამოხატვას.
„დავხვდებოდით აუდიტორიაში, მოვიდოდა, ვაჩვენებდით პლაკატებს და საკუთარ წიგნს, რომლებსაც იქვე აუდიტორიაში უხმოდ დავუტოვებდით და წამოვიდოდით ყოველგვარი აგრესიის გარეშე“ – ასეთი იყო სტუდენტების ჩანაფიქრი.
ამ ყველაფრის მიზეზი კი გახდა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ.