„ჩირინა“ არის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც უხეშად არღვევს დასაქმებულის უფლებებს”

კომპანია „ჩირინას“ თანამშრომლები შრომითი უფლებების დარღვევასა და მონურ, არაადამიანურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ. თანამშრომელთა ნაწილი, ვისაც წასასვლელი აქვს მიდი, ვისაც არ აქვს ხმას ვერ იღებს, რადგანაც პასუხი მარტივია – თუ არ მოგწონს, წადი. პრობლემის შესახებ ინფორმირებულია პროფკავშირების გაერთიანებას.

როგორც გაერთიანების  თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი „მედიაცენტრ მთავართან აცხადებს, პრობლემა ცნობილია, სასამართლო დავებიც ჰქონდათ კომპანიასთან და ამ საკითხს ისევ მიუბრუნდება.

ჩირინა“ არის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც უხეშად არღვევს დასაქმებულის უფლებებს. ჩვენ მათთან კომუნიკაციის მცდელობა არერთგზის გვქონდა. სასამართლო დავებიც გვქონდა, მომართვიანობაც და კანონმდებლობის ფარგლებში სხვადასხვა მექანიზმიც გამოვიყენეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ გამოდგა საპრევენციო ღონისძიება და კვლავ ხდება დარღვევები. ეს კომპანია იქნება თუ სხვა,  სადაც ადამიანის უფლებების უხეშად და სისტემატურად ირღვევა, მნშვნელოვანია, იყოს გასაჯაროებული. მათ წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სასამართლოთა და შრომის ინსპექციისთვის  მიმართვიანობით არ შემოიფარგლებოდეს“ – აღნიშნა რაისა ლიპარტელიანმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე თქმით, სამართლებრივი მექანიზმების გაგრძელება მნიშვნელოვანია.

„არ გვქონია შემთხვევა, რომ ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები გამოვიყენეთ და შედეგი არ დადგა. იმ ადამიანების მიმართ, ვინც იდავა, შედეგი დადგა,  მაგრამ, რადგანაც დღემდე აგრძელებს ეს კომპანია მსგავს ურთიერთობას თანამშრომლებთან, მნიშვნელოვანია, სამართლებრივი მექანიზმები გაგრძელდეს. შესაძლოა, შედეგი ერთ და ორ დღეში არ იყოს, თუმცა, სხვა ალტერნატივა არ არის, ადამიანმა უნდა იბრძოლოს და დაიცვას საკუთარი უფლებები. ჩვენ მათთან გვქონდა შრომითი დავები, გათავისუფლების თემაზე, უსაფრთხოებაზე, თუმცა, როგორც ჩანს, ეს კომპანია კლავ აგრძელებს მსგავს პრაქკიტას“ – აღნიშნა რაისა ლიპარტელიანმა „მედიაცენტრ მთავართან“. ,

 

მსგავსი თემები