„კვლავ ვეხმარებით უკრაინის მამაც ხალხს“ – აშშ-ის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ში ჩავიდა. მას პირადად პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უმასპინძლა და  თეთრ სახლში მიიღო. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი კი უკრაინას და ისი დახმარება იყო.

როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, ვაშინგტონი და ბრიუსელი გეგმავენ, დამატებით ზომებს მიმართონ რუსეთის წინააღმდეგ.

„ჩვენ კვლავ ვეხმარებით უკრაინის მამაც ხალხს  უსაფრთხოების სფეროში დახმარების უზრუნველყოფით და ისტორიული სანქციების განხორციელებით. ეს კი ზღუდავს და უფრო რთულს ხდის შესაძლებლობებს, დააფინანსოს და აწარმოოს ომი უკრაინაში“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, თავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ, როგორც პარტნიორები, ერთად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ ვაზღვევინებთ რუსეთს საფასურს მისი სასტიკი ომისთვის.  ერთიანები ვართ ჩვენი ღირებულებების დაცვაში“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები