პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა გააფართოვა იმ პირთა წრე, ვინც „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული 120 ფიზიკური და 287 იურიდიული პირი სანქციებში მოექცა.

პრეზიდენტის განკარგულებით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ 120 ფიზიკურ და 287 იურიდიული პირს შეეხება და მათ სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომები დაუწესდებათ.

სანქციები 50 წლიანი ვადით მოქმედებს.  საგარეო უწყებას კი დაევალა, რომ ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს აცნობოს სანქციების გამოყენების შესახებ, რომ მათაც აამოქმედონ შემზღუდავი ზომები.

 

მსგავსი თემები