,,ისტორიიდან ვიცით, რომ სარაკეტო ტერორი დიქტატორის ერთ-ერთი ბოლო არგუმენტია”- დავით არახამია

,,ისტორიიდან ვიცით, რომ სარაკეტო ტერორი დიქტატორის ერთ-ერთი ბოლო არგუმენტია. დამარცხებამდე ჰიტლერმა დაბომბა ლონდონი, მილოშევიჩი – ზაგრები, პუტინი ბომბავს კიევს და ზაპორიჟჟიას. თუ რუსეთი გადაწყვეტს იგივე გზას გაჰყვეს, მაშინ მათ კარგი არაფერი ელის,”- ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია Telegram-ის არხზე წერს. არახამიას თქმით, რუსულმა სარაკეტო ტერორმა, რომელიც მომზადებული იყო დაშინების აქტის სახით, ვერ მიაღწია ვერც ჰუმანიტარულ, ვერც საინფორმაციო და ვერც პოლიტიკურ მიზნებს. ,,შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსულმა სარაკეტო ტერორმა, რომელიც მომზადებული იყო დაშინების აქტის სახით, ვერ მიაღწია ვერც ჰუმანიტარულ, ვერც საინფორმაციო და ვერც პოლიტიკურ მიზნებს. ჩვენი ენერგეტიკის…

მეტი...

,,ვაკის პარკი ისევ შექმნის სიყვარულის, მეგობრობისა და ქალაქური თანაცხოვრების საოცარ ისტორიებს”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკის აღდგენის მეორე ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას გულისხმობდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ისე, რომ მისი პირვანდელი სახე სრულად აღდგეს, მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე. „დღეს, ქალაქს ყველაზე მეტად სჭირდება მწვანე სივრცეები, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და თბილისს ამის ძალიან დიდი რესურსი აქვს. ამ მიმართულებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. მათ შორისაა, ვაკის პარკის აღდგენა. სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელს დავასრულეთ – ულამაზესი სივრცეა, განახლებული ინფრასტრუქტურით, ხე-მცენარეებით, ყველანაირად მოწესრიგებული, შესაბამისი ატრაქციონებით. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის რეაბილიტაციის…

მეტი...

ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის 8 ადამიანი დააკავეს, რუსეთის მტკიცებით, საქმეში საქართველოც ფიგურირებს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურის ინფორმაციით, ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის დაკავებულია 8 ადამიანი.  ხუთი დაკავებული რუსეთის მოქალაქეა, სამი – უკრაინისა და სომხეთის. „ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებში იყო შენიღბული, სამშენებლო პოლიეთილენის ფირით 22 პალეტზე, რომლის საერთო წონა 22 770 კილოგრამს შეადგენდა“, – აღნიშნულია განცხადებაში. რუსული მედიის ინფორმაციით, ტვირთი, რომელიც ხიდზე აფეთქდა,  ოდესის ნავსადგურიდან ბულგარეთში გაიგზავნა, იქიდან კი საქართველოში და შემდეგ  სომხეთში. „გადატანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინოსარიძე,…

მეტი...

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“-ში შეყვანილი ე.წ. „გაგრის ჯგუფის“ სამი წევრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“-ში შეყვანილი, ე.წ. „გაგრის ჯგუფის“ სამი წევრი, სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში, მძევლად ხელში ჩაგდებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა 1999 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოქალაქეთა მკვლელობის მცდელობა ჩაიდინეს. ასევე, ბრალდებულებმა ყაჩაღური თავდასხმის გზით მოქალაქეებს გასტაცეს პირადი ნივთები და ძვირფასეულობა. გარდა ამისა, ე.წ. „გაგრის ჯგუფის“ წევრებმა, გალის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა პირებს, ცეცხლსასროლი იარაღის…

მეტი...

წალენჯიხის მერის მანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას მანქანის დაწვასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ჩატარდა და გამოძიება დაიწყო. მანქანას ცეცხლი გვიან, ღამით, დაახლოებით 04:00 საათზე წაუკიდეს. ცეცხლი შვილმა შეამჩნია, რის შემდეგაც სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს. მანქანა მთლიანად დაიწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსრკ 187-ე მუხლით დაიწყო. მანქანა პირადი იყო და არა სამსახურეობრივი.  

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, დიდუბის რაიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 135-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.…

მეტი...

ქუთაისში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

  მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, მრავალპროფილური კლინიკა „უნიქალმედის“ ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ქირურგის, ყელ-ყურის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, ანგიოლოგის კონსულტაციებს. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:30 საათიდან; მისამართი: ქ. ქუთაისი; წერეთლის V შესახვევი, N 4; კლინიკა ‘’უნიქალმედი’’; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ‘’უნიქალ მედს’’ შორის, მიმდინარე წლის 12 აპრილს გაფორმდა; მემორანდუმის მიზანი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების თანადგომაა. აღსანიშნავია, რომ კლინიკა’’უნიქალ მედი’’ 170…

მეტი...

წალენჯიხის მერს მანქანა ფერფლად აქციეს 

წუხელ, წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის მანქანა ფერფლად იქცა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ფოტოზე მერის, გია ხარჩილავას  ყოფილი მანქანაა, რომლისგან არაფერია დარჩენილი. მანქანა  გვიან ღამით დაწვეს. მერის მანქანას ცეცხლი დაახლოებით 04:00 საათისთვის გაუჩნდა. არის ეჭვი რომ მას საწვავით სავსე “ავზი” ესროლეს.

მეტი...

„რუსეთის სრული იზოლირება უნდა მოხდეს“ – პრეზიდენტი ზელენსკი G7-ის ლიდერებს

პრეზიდენტმა ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერების საგანგებო შეხვედრაზე რუსეთის იზოლირების საკითხი დააყენა. როგორც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველაზე მკაცრი საშუალებების გამოყენება უნდა მოხდეს, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ჩანაფიქრის განხორციელება. ზელენსკის შეფასებით, ასევე აუცილებელია რუსეთიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტზე ფასების მკაცრი ზედა ზღვრის დაწესება. „რუსეთის სრული იზოლირება უნდა მოხდეს და პუტინი უნდა დაისაჯოს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე. ლიდერებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ  პასუხს აგებინებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და სხვა პასუხისმგებელ პირებს ამ სასტიკი ომისთვის.  

მეტი...

გასულ ღამეს უკრაინის ოლქი 13-ჯერ დაიბომბა

ომის 231-ე დღეს უკრაინაში დაბომბვები გრძელდება. გასული რამის განმავლობაში, სუმის ოლქი 13-ჯერ დაიბომბა. რუსულმა ძალებმა იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. არიან დაღუპულებიც. ზაპოროჟიეს ოლქში რუსულ დაბომბვებს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულების. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. შეტევა განხორციელდა ლვოვის ოლქზეც. მოსახლეობა ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მეტი...

“არავის შეუძლია დარწმუნებით იცოდეს, რა მოხდება. შეიძლება, არმაგედონით დასრულდეს“, – ჯო ბაიდენი

უკრაინაში მიმდინარე პუტინის ომთან დაკავშრებით აშშპის პრეზიდენტმა  CNN-თან ისაუბრა. როგორც პრეზიდენტი ბაიდენი აღიშნავს, პუტინმა ვერ გათვალა და ფიქრობდა, რომ უკრაინაში ხელგაშლილები დახვდებოდნენ. „ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო „დედა რუსეთის“ სახლი, სადაც მას გულიანად მიიღებდნენ. ვფიქრობ, მან უბრალოდ არასწორად გათვალა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ინტერვიუში. პრეზიდენტმა ბირთვულ საფრთხეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყეებს. „არ მგონია, რომ ის მას გამოიყენებს. უპასუხისმგებლოა მისი მხრიდან ამ თემაზე საუბარი, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული ძალის მსოფლიო ლიდერი ამბობს, რომ შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში.  მისი…

მეტი...

„ეს მხოლოდ დასაწყისია“ – უკრაინამ გერმანიისგან თავდაცვის სისტემები მიიღო

უკრაინული მხარე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო, IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე აქაა, ამერიკული NASAMS – მოდის. ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და საჭიროა უფრო მეტი იარაღი. „გვჭირდება მეტი. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. უნდა დავიცვათ ცა უკრაინის თავზე ჩვენი ხალხის გადასარჩენად“, – აცხადებს  რეზნიკოვი.  

მეტი...

„ტერორისტული თავდასხმების მეორე ტალღა დაიწყო“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში მტრის მიერ განხორციელებული თავდასხმების ახალ ტალღაზე საუბრობს. „მტერმა უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის მეორე ტალღა დაიწყო“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი და ჩამოგდებულ რაკეტებზე საუბრობს. „15-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა თითქმის ყველა ირანულია, უმეტესობა ჩამოგდებულია. აღდგენითი სამუშაოები ძალიან სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. რომ არა დღევანდელი მორიგი შეტევები, უკვე აღდგენილი იქნებოდა ელექტრომომარაგება, წყალმომარაგება და კომუნიკაციები, რომლებიც ტერორისტებმა დააზიანეს. სადაც ნგრევა იყო, ყველგან ყველაფერი აღდგება. სადაც მტრის იმედი იყო, ყველგან რუსეთის სახელმწიფოებრიობის ნანგრევები იქნება“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.  

მეტი...