ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის 8 ადამიანი დააკავეს, რუსეთის მტკიცებით, საქმეში საქართველოც ფიგურირებს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურის ინფორმაციით, ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის დაკავებულია 8 ადამიანი.  ხუთი დაკავებული რუსეთის მოქალაქეა, სამი – უკრაინისა და სომხეთის.

„ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებში იყო შენიღბული, სამშენებლო პოლიეთილენის ფირით 22 პალეტზე, რომლის საერთო წონა 22 770 კილოგრამს შეადგენდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, ტვირთი, რომელიც ხიდზე აფეთქდა,  ოდესის ნავსადგურიდან ბულგარეთში გაიგზავნა, იქიდან კი საქართველოში და შემდეგ  სომხეთში.

„გადატანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინოსარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსულუ მხარის მტკიცებით, 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ტვირთი ერევანში განაბაჟეს, შემდეგ კი საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანით, ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ლარსის საგუშაგოზე გადაკვეთა, შემდეგ  არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადმოტვირთეს.

რუსეთის ფედერაციის მტკიცებით, ტვირთის გადაადგილებას მთელ მარშრუტს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებდა, რომელიც სქემის მონაწილეებს თავი წარუდგინა როგორც „ივან ივანოვიჩი“.

მსგავსი თემები