„რუსეთის სრული იზოლირება უნდა მოხდეს“ – პრეზიდენტი ზელენსკი G7-ის ლიდერებს

პრეზიდენტმა ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერების საგანგებო შეხვედრაზე რუსეთის იზოლირების საკითხი დააყენა. როგორც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველაზე მკაცრი საშუალებების გამოყენება უნდა მოხდეს, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ჩანაფიქრის განხორციელება.

ზელენსკის შეფასებით, ასევე აუცილებელია რუსეთიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტზე ფასების მკაცრი ზედა ზღვრის დაწესება.

„რუსეთის სრული იზოლირება უნდა მოხდეს და პუტინი უნდა დაისაჯოს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე.

ლიდერებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ  პასუხს აგებინებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და სხვა პასუხისმგებელ პირებს ამ სასტიკი ომისთვის.

 

მსგავსი თემები