“არავის შეუძლია დარწმუნებით იცოდეს, რა მოხდება. შეიძლება, არმაგედონით დასრულდეს“, – ჯო ბაიდენი

უკრაინაში მიმდინარე პუტინის ომთან დაკავშრებით აშშპის პრეზიდენტმა  CNN-თან ისაუბრა. როგორც პრეზიდენტი ბაიდენი აღიშნავს, პუტინმა ვერ გათვალა და ფიქრობდა, რომ უკრაინაში ხელგაშლილები დახვდებოდნენ.

„ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო „დედა რუსეთის“ სახლი, სადაც მას გულიანად მიიღებდნენ. ვფიქრობ, მან უბრალოდ არასწორად გათვალა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ინტერვიუში.

პრეზიდენტმა ბირთვულ საფრთხეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყეებს.

„არ მგონია, რომ ის მას გამოიყენებს. უპასუხისმგებლოა მისი მხრიდან ამ თემაზე საუბარი, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული ძალის მსოფლიო ლიდერი ამბობს, რომ შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში.  მისი მხრიდან შეცდომები უკვე დაშვებულია და არასწორი გათვლა შეიძლება მოხდეს, არავის შეუძლია დარწმუნებით იცოდეს, რა მოხდება. შეიძლება, არმაგედონით დასრულდეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები