წალენჯიხის მერის მანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას მანქანის დაწვასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ჩატარდა და გამოძიება დაიწყო.

მანქანას ცეცხლი გვიან, ღამით, დაახლოებით 04:00 საათზე წაუკიდეს. ცეცხლი შვილმა შეამჩნია, რის შემდეგაც სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს. მანქანა მთლიანად დაიწვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსრკ 187-ე მუხლით დაიწყო.

მანქანა პირადი იყო და არა სამსახურეობრივი.

 

მსგავსი თემები