„ტერორისტული თავდასხმების მეორე ტალღა დაიწყო“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში მტრის მიერ განხორციელებული თავდასხმების ახალ ტალღაზე საუბრობს. „მტერმა უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის მეორე ტალღა დაიწყო“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი და ჩამოგდებულ რაკეტებზე საუბრობს.

„15-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა თითქმის ყველა ირანულია, უმეტესობა ჩამოგდებულია. აღდგენითი სამუშაოები ძალიან სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. რომ არა დღევანდელი მორიგი შეტევები, უკვე აღდგენილი იქნებოდა ელექტრომომარაგება, წყალმომარაგება და კომუნიკაციები, რომლებიც ტერორისტებმა დააზიანეს. სადაც ნგრევა იყო, ყველგან ყველაფერი აღდგება. სადაც მტრის იმედი იყო, ყველგან რუსეთის სახელმწიფოებრიობის ნანგრევები იქნება“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

 

მსგავსი თემები