„ეს მხოლოდ დასაწყისია“ – უკრაინამ გერმანიისგან თავდაცვის სისტემები მიიღო

უკრაინული მხარე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო, IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე აქაა, ამერიკული NASAMS – მოდის.

ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და საჭიროა უფრო მეტი იარაღი.

„გვჭირდება მეტი. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. უნდა დავიცვათ ცა უკრაინის თავზე ჩვენი ხალხის გადასარჩენად“, – აცხადებს  რეზნიკოვი.

 

მსგავსი თემები