რუსეთის მტკიცებით, დუგინას მკვლელობის დაგეგმვაში უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის წევრი მონაწილეობდა

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, დარია დუგინას მკვლელობა ნატალია ვოვკთან ერთად, ”უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა” ბოგდან პეტროვიჩმა დაგეგმა.

მათივე ცნობით, უკრაინის მოქალაქემ რუსეთი დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა.

,,შემდგომი ღონისძიებების დროს დადგინდა, რომ დარია დუგინას მკვლელობა ნატალია ვოვკთან ერთად მოსკოვში მოამზადა უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, უკრაინის მოქალაქე ბოგდან პეტროვიჩ ციგანენკომ, დაბადებული 1978 წელს, რომელიც. ჩავიდა რუსეთში ესტონეთის გავლით 2022 წლის 30 ივლისს და დარია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა რუსეთის ტერიტორია“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა 20 აგვისტოს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.

მსგავსი თემები