ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში – დაიღუპა 5 ადამიანი, 38 კი დაშავდა

თურქეთში ტურისტული ავტობუსი კლდიდან გადავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ავტობუსის მუხრუჭის დაზიანება გახდა. მძღოლმა კონტროლი დაკარგა, სავალი გზიდან გადავიდა და კლდიდან გადავარდა.

ადგილზე დაიღუპა მძღოლი და ორი მგზავრი. კიდევ ორი მგზავრი კი საავადმყოფოს გზაზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები