,,თუ ჯაჭვში მაღაზიებიც არ ჩაერთვებიან, ვერ გავიგებთ პური გაიაფდა თუ არა”- ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა,  ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  ფქვილზე ფასის კლების ტენდენცია მიმდინარეობს. მან ასევე რეფერენტული ფასების შემოღების პრაქტიკაზეც ისაუბრა.

მისივე განმარტებით, თუ ჯაჭვში არ იქნება შეყვანილი ქსელური მარკეტები, ვინც საბოლოო პროდუქტს ყიდის და ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან არ გაკონტროლდა, გაუგებარი იქნება ფქვილზე ფასის კლება აისახება თუ არა მომხმარებელზე.

,,ერთი თვის წინ ერთი ტომარა კარგი ხარისხის ფქვილი დაახლოებით 85 ლარი ღირდა, დღეს 80-ზეა ჩამოსული. თუ ჯაჭვში არ იქნა შემოყვანილი ქსელური მარკეტები, ჩვენ ვერ გავიგებთ, აისახა თუ არა მომხმარებლამდე მისულ პურზე. ეს არის ევროპული პრაქტიკა, როდესაც პირველადი მოთხოვნილების პროდუქციის გარკვეულ სეგმენტზე ხდება სახელმწიფოს მიერ კონტროლი ყველა ჯაჭვში, ყველა ეტაპზე.

სახელმწიფომ დააანონსა პირველადი მოთხოვნილების წამლებზე რეფერენტული ფასების შემოღება, რაც ნიშნავს, რომ ყველა ჯაჭვში გარკვეულ ფასნამატზე იქნება სახელმწიფოს კონტროლი. იბადება კითხვა, დაწევს თუ არა ფასს ქსელური მარკეტი, მათთვის შესაძლოა ეს ზედმეტი ტვირთი იყოს. ამ შეთხვევაში რეფერენტული ფასები გულისხმობს, რამდენიმე პროდუქციაზე გაკეთდეს კონტროლი. შეიძლება, დიფერენცირება გაკეთდეს სხვადასხვა პურის ფასებთან მიმართებაში, ანუ ფასნამატი მცირე დატოვონ სოციალურ პურზე, სამაგიეროდ, სხვა პურზე შეუძლიათ იგივე ფასნამატის გადაანგარიშება, რაც უკვე იმ კატეგორიის ადამიანებისთვის დიდი ტვირთი არ იქნება“, – განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში”.

ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები