“წინ ერთადერთი რამეს ვაყენებ – შერიგების პუნქტს, ამის მერე დანარჩენი 11 პუნქტი ჩემთვის მე-100 ხარისხოვანია“ – მეუფე

მეუფე იაკობის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ქართველებმა ერთად დაჯდომა ისწავლონ. მისი შეფასებით, თუ ევროპა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას გვთხოვს, საქართველოს შეუძლია, 10 წლიანი ვადა მოითხოვოს  იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებსაც ერთად დაჯდომა არ უნდათ.

როგორც ბოდბელი მიტროპოლიტი აღნიშნავს, ცუდი ეპისტოლეები ევროპაში და ამერიკაში დაიწყო. მან „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატების განცხადებებზეც ისაუბრა.

„ერთი რამ ვიცი, რომ ცუდი ეპისტოლე ევროპაში დაიწყო. ამერიკელების მხრიდან დაიწყო. შემდეგ კი შესაბამისი რეაქციები მოჰყვება ხოლმე იმ ქვეყანაშიც. ამიტომ, თავიდანვე როცა იწყება ასეთი რაღაცები, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა აღკვეთონ იქაც და აქაც. ამერიკელებთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ამერიკასაც ნორმალური ურთიერთობა აქვს ჩვენს მიმართ. თუ წასული დეპუტატები, რაღაცას ამბობენ ისევ წასულ დეპუტატებს შეუძლია კითხოს ელჩმა“, – აღნიშნა მეუფემ მედიასთან.

მისივე თქმით, ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების პროცესში ეკლესიაც უნდა ჩაერთოს.

„ბალტიისპირეთი ახლა შესულია ევროკავშირში, ასევე ჩეხეთის ახალგაზრდა დეპუტატი გრიგოროვა,(მარკეტა) ლიეტუველები, პოლონელები. ისინი გვეუბნებიან თუ როგორ ვიცხოვროთ. ჯერ მათ იცხოვრონ, როგორც საჭიროა. არა თუ პოლარიზაციის შეწყვეტა, არამედ შერიგება იქნება ყველაზე კარგი, ყველას რომ შეგვეძლოს განვითარებაში მონაწილეობა. ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. ევროპარლამენტარებს თუ ჩვენთვის კარგი უნდოდათ ენერგოუსაფრთხოება უნდა ჩაეწერათ. ენერგოუსაფრთხოებაზე წინ ერთადერთი რამეს ვაყენებ – შერიგების პუნქტს, ამის მერე დანარჩენი 11 პუნქტი ჩემთვის მე-100 ხარისხოვანია“ – აღნიშნა მეუფემ.

 

მსგავსი თემები