,,უსაფრთხოდ და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა დაბრუნდება“- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმ  თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან დახურული თათბირი გამართა. მისი თქმით, თათბირის  შედეგებს ოკუპანტები იგრძნობენ.

„ყველა საკითხი, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ, მნიშვნელოვანია, თუმცა დახურულია, დეტალებში ვერ შევალ. თუმცა, ოკუპანტები იგრძნობენ მათ შედეგებს ჩვენი დამცველების შემდგომ ქმედებებში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა დონბასი თითქმის სრულად გაანადურა დაა დააცარიელა.

„ახლა დონბასი თითქმის სრულად განადგურებული და დაცარიელებულია რუსეთის დარტყმების გამო. ამაყი უკრაინული დონეცკი დამცირებულია რუსეთის ოკუპაციით, გაძარცვულია. რუსეთმა დონეცკში ყველაზე საშინელი რამ მიიტანა. ესაა სოცოცხლის ფასის სრული იგნორირება, აბსოლუტური უპატივცემლობა ყველას მიმართ. ოკუპანტებმა მოიტანეს დეგრადაცია და სიკვდილი. მათ სჯერათ, რომ დონეცკში სამუდამოდ არიან, თუმცა ისინი იქ დროებით იმყოფებიან. უკრაინა კი დაბრუნდება, სიცოცხლე აუცილებლად დაბრუნდება, დონბასელი ხალხის ღირსება დაბრუნდება. სიცოცხლის შესაძლებლობა დაბრუნდება, უსაფრთხოდ და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა. სწორედ ამის სიმბოლო იქნება უკრაინული დროშა, რომელსაც აღვმართავთ დონეცკში, ჰორლოვკაში, მარიუპოლსა და დონბასის ყველა ქალაქში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები