,,როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ამ წუთას ევროპასთან ინტეგრაციის საქმით არ არის დაკავებული”- იაგო ხვიჩია

,,ჩემი აზრით, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ამ წუთას ევროპასთან ინტეგრაციის საქმით არ არის დაკავებული. ყველა დისკუსია, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არ არის არანაირი შედეგის მომტანი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე ცალ-ცალკე მუშაობს ოპოზიცია და ხელისუფლება,  არანაირ განსაკუთრებულ შედეგს არ უნდა ველოდოთ.

„ძირითადად იხილება ტექნიკური საკითხები და მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია მიმართულია, რომ შეიქმნას მუშაობის იმიტაცია და არა მუშაობა, რადგან ჯერჯერობით რეალური სამუშაო პროცესი მე არ მინახავს. სულ იხილება ტექნიკური საკითხები ან ისეთი საკითხები, რომლებიც ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ვერც ჩვენს ქვეყანაზე და ვერც ჩვენს დასავლურ ინტეგრაციაზე. ვიდრე ცალ-ცალკე მუშაობს ოპოზიცია და ხელისუფლება, იცოდეთ, რომ არანაირ განსაკუთრებულ შედეგს არ უნდა ველოდოთ. ის, რომ ოპოზიცია ცალკე იყოს და ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობდეს, ეს ახლა ხელისუფლებასაც აწყობს, რადგან ხალხთანაც კი, რომელიც თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, აქტიურ და რეალურ ცვლილებებზე ხელისუფლება არ საუბრობს, მხოლოდ ტექნიკურ მხარით შემოიფარგლება ნებისმიერი ასეთი შეხვედრა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები