„ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო – გიჟივით ყვიროდა, რატომ მირტყამდიო”- ნიკოლოზ ბასილაშვილი

„ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო, არაფერი ჩანს ამ ვიდეოში,”- ასე შეაფასა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისი მხრიდან ყოფილ მეუღლეზე განხორციელებულ ძალადობის საქმეზე გამართულ პროცესზე, დოროყაშვილის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი.

ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე წარმოადგინა ვიდეო მტკიცებულება, რომელიც შეერთებულ შტატებში სასტუმროშია გადაღებული და სავარაუდო ძალადობას ასახავს. ვიდეოში  ბასილაშვილი ჩანს, რომელიც ჩოგნების ჩანთას იღებს. ვიდეოში დოროყაშვილი მეუღლეს ეკითხება რატომ ძალადობს მასზე ფიზიკურად.

„რის გამო მირტყამდი, რა ღირსი ხარ შენ ვინმეს უყვარდე. ნაძირალა ხარ. ჩემი სახელი არასდროს ახსენო. ამდენ დარტყმას და ჩემს ცემას ღმერთი არასდროს გაპატიებს, ჩემზე უსამართლო დარტყმას. წადი აქედან, საერთოდ მომშორდი”, – მიმართავს დოროყაშვილი ბასილაშვილს ვიდეოში.

დისტანციურად ჩართვისას, მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

„ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო, არაფერი ჩანს ამ ვიდეოში. მახსოვს იდგა და გიჟივით ყვიროდა, რატომ მირტყამდიო. ვიდეოში ჩანს რომ ვიგინები? ჩემთვის ვიდექი წყნარად… ავიღე ახალი ნომერი და გავედი მშვიდად. ამ ვიდეოში ჩანს ჩემი მხრიდან ძალადობა? რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი?”- განაცხადა ბასილაშვილმა.

მსგავსი თემები