,,მაკონტროლებდა, მირჩევდა მეგობრებს, თუ რა ფოტოები დამედო – მეუბნებოდა, მე ვარ მამაკაცი და უნდა დამემორჩილოო”- ნეკა დოროყაშვილი

,,მითხრა, უდღეური დაიბადა ჩემი შვილიო და მრცხვენია, რომ ასეთი დაიბადაო. მთხოვდა, რომ მეთქვა ბავშვი თითქოს 4 კგ დაიბადა. მე ვკითხე, რა მნიშვნელობა აქვს, 2 კგ დაიბადა თუ 4 კგ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, შენ ხარ უჯიშო და ისიც გეყოფა, რომ უდღეური დაიბადა ბავშვიო”,- ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო სხდომაზე  მასსა და ბასილაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

დოროყაშვილის  თქმით, ყოფილი მეუღლე მას მუდმივად აკონტროლებდა და მორჩილებისკენ მოუწოდებდა.

„მახსოვს მითხრა, რომ რეპუტაციულად არ აწყობდა ჩვენი დაშორება. ასევე სოციალურ ქსელში თუ ვინმე ფოტოს “დამილაიქებდა” მირეკავდა. მაკონტროლებდა, მირჩევდა მეგობრებს, თუ რა ფოტოები დამედო და ა.შ. თვლიდა, რომ არ უნდა მემუშავა და სწავლა არ გამეგრძელებინა. ჩემი აზრით, ვერ იტანდა, როცა მე ვიყავი კარგად და ალბათ, ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებდა. მეუბნებოდა, მე დამემორჩილე, მე ვარ მამაკაცი და უნდა დამემორჩილოო. ქორწინებიდან 5-6 თვეში დაიწყო ჩემი დამცირება, რასაც ნელ-ნელა მოჰყვებოდა ფიზიკური ძალადობა. ძალიან მრცხვენია, რომ ამას ვყვები. თავიდან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, შემდეგ იყო ძალადობა. ყოფილა შემთვხვევა კონფლიქტის მერე საწოლზე წამოვწოლილვარ, გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში. გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც მისი ქვეშევრდომი. მას მუდმივად ჰქონდა იმის შიში, რომ რამე არ გადამეღო და არ ჩამეწერა”,- განაცხადა დოროყაშვილმა.

მისივე თქმით, ფსიქოლოგიური ზეწოლა მის მიმართ მუდმივად ხორციელდებოდა.

“ნიკას დედა მოიგონებდა რამე ისტორიას და ამ საუბრის შემდეგ ნიკა ჩემზე ძალადობდა. ღამე მშვიდად არ მეძინა. სულიერად სულ ტანჯვაში ვიყავი. ეს არამხოლოდ თანაცხოვრებას ეხება, სულ ხდებოდა ასეთი ფაქტი, ანუ ფსიქოლოგიური ზეწოლა სულ იყო”, – აღნიშნავს დოროყაშვილი.

,,ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა”- ნეკა დოროყაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები