,,ბავშვმა მითხრა, ნიკოლოზმა გოგო გამაცნო, შენი მეორე დედა არისო, მერე საწოლზე ერთმანეთს კოცნიდნენ და მე ვუყურებდიო”- ნეკა დოროყაშვილი

,,იყო ქართველ გოგონასთან ღალატის ამბავიც. ერთხელ მითხრა, წამოდი ამ გოგოსთან, დაელაპარაკე იმისთვის, რომ მშვიდად იყოსო. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო”,-  ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო სხდომაზე  მასსა და ბასილაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

დოროყაშვილის თქმით, ხშირ შემთხვვაში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის თვითმხილველი მათი არასწრულოვანი შვილიც იყო.

„ბავშვმა მითხრა, ესეც მითხრაო, შენ დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექი და იმ სახლში არ წახვიდე, მგლები არიანო. ძაან შეშინებული იყო, მომიყვა, როგორც დაარტყა ნიკოლოზის დედამ თავში. ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა ლუკას და შემდეგ გამოეწერა ნატალიას, ნიკოლოზის დედას შემაკავებელი ორდერი. ერთხელ ჰყავდა ნიკოლოზს ბავში წაყვანილი და როდესაც მომიყვანა, ბავშვი იყო შარვლის გარეშე, ჩასველებულ მდგომარეობაში. იყო მშიერი. მითხრა, მე ნიკოლოზმა ვიღაც გოგო გამაცნოო, სახელი მითხრა, აღარ მახსოვს და ასე მითრაო, რომ ეს შენი მეორე დედა არისო. მეუბნებოდა შემდეგ, რომ ისინი იწვნენ საწოლზეო, კოცნიდნენ ერთმანეთს და მე ვუყურებდიო. ასევე ასე მითხრა ლუკამ, რომ ნიკოლოზმა მითხრა, რომ დედაშენი შენთან არ მარეკინებსო“,- აღნიშნავს დოროყაშვილი.

ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დეტალებს იხსენებს, რა დროსაც მას მეუღლემ დაზიანებები მიაყენა.

,,ასევე მახსოვს 2019 წლის აპრილი, როცა ვთქვი, რომ ეს ძალადობა უნდა დასრულდეს და გაყრის გადაწყვეტილება მივიღე. ერთმანეთს შევხვდით კეკელიძის ქუჩაზე, ჩვენივე მანქანებით ვიყავით, მისვლისას მთხოვა, რომ მის მანქანაში ჩავმჯდარიყავი. ჩავჯექი, მომაყენა შეურაცხყოფა, მითხრა, მაჩვენე რა გაქვს ტელეფონშიო. არ ვაძლევდი ტელეფონს, ის კი ცდილობდა წართმევას. დაიწყო წიხლების დარტყმა, რაღაც მომენტში პედალს ფეხი მიაჭირა, მახსოვს, რომ წინ ბეტონის კედელი იყო და შეჯახების შემეშინდა, ამიტომ საჭე შემოვატრიალე, მან კი ფეხში ჩამარტყა. ამ პროცესში გადავაგდე ჩემი ტელეფონი მანქანიდან, უცებ გამოვიქეცი, ავიღე ეს ტელეფონი და ჩავჯექი ჩემს მანქანაში. ამის მერე ნიკა ისე მოადგა ჩემს მანქანას, რომ ვერ ვტრიალდებოდი. მან საიდანღაც წამოიღო რკინის ყუთი და მთხოვდა, რომ მანქანიდან გადმოსვულიყავი. მანქანა ჩაკეტილი მქონდა, ის კი მოვიდა მძღოლის საპირისპირო მხარეს, მომიკაკუნა და მითხრა, თუ კარებს არ გავუღებდი ჩალეწავდა მანქანას. შემეშინდა, უცებ გადმოვედი მანქანიდან და გავიქეცი. მანქანა დაქოქილი დავტოვე, რადგანაც ძრავის ჩაქრობას ვერ მოვასწრებდი. მახსოვს, მანქანა შორიდან გასაღებით ჩავკეტე, რადგანაც მეშინოდა არ დაეზიანებინა. იქვე იყო სუპერმარკეტი, თანამშომლებმა შიგნით შემიყვანეს და მამშვიდებდნენ. მათ ვუთხარი, რომ მომსდევდა. ვთხოვე, გაეხედათ, რათა დავრწმუნებულიყავი კიდევ მომსდევდა თუ არა ნიკოლოზი. ამის მერე მათ გავაჩერებინე ტაქსი, რომელშიც ჩავჯექი და მეგობართან მივედი“,- განაცხადა დოროყაშვილმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ბასილაშვილთან თანაცხოვრება შეწყვიტა.

“მომდის ნიკას დედისგან მესიჯი, რომ “შენს შვილს თვალით ვეღარ ნახავ”. ამის მერე დავურეკე დედაჩემს და ვკითხე, ბავშვი სად არის-მეთქი, რაზეც მიპასუხა, რომ ნიკოლოზმა გამოიარა და წაიყვანა ბავშვიო. მე დედაჩემისთვის მომხდარი კონფლიქტის შესახებ არ მითქვამს. დავიწყე ბავშვის ძებნა, საბოლოო ჯამში, ბავშვი ჩემთან სახლში დააბრუნეს. ამ ინციდენტის შემდეგ მე ნიკოლოზთან თანაცხოვრება შევწყვიტე”,- აღნიშნა დოროყაშვილმა.

მსგავსი თემები