რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს  ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გასული დღის განმავლობაში დონეცკის ოლქში სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მისივე თქმით, დაშავებულია 13 ადამიანი. „14 აგვისტოს რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ბახმუტში, სოლედარსა და მარინკაში. კიდევ 13 ადამიანი დაშავდა”, – აღნიშნავს კირილენკო.  

მეტი...

კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს. 27 წლის ბექა რევაზიშვილი სახლიდან 6 აგვისტოს, შუადღისას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

მეტი...

რუსეთმა ნიკოპოლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან დაბომბა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსებმა  ნიკოპოლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან დაბომბეს, 12-მდე აფეთქება მოხდა  ხარკოვშიც. მათივე ცნობით, მტერს ოთხი მიმართულებით არ მისცეს წინსვლის საშუალება და აიძულეს უკან დახევა –სვალიანსკის, ბახმუტის ავდეევკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე. ამასთან, საოკუპაციო ძალები სევერსკ-ლისიჩანსკის და ბახმუტის მიმართულებით ცდილობენ აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოებას.

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 43 750 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 43 750 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 43 750; ტანკი – 1 876; ჯავშანტექნიკა – 4 141; საარტილერიო სისტემა – 985; სარაკეტო სისტემა – 261; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136; თვითმფრინავები – 233; ვერტმფრენი – 195; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 787; საკრუიზო რაკეტები – 187; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 044; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 92. აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 15 აგვისტომდე პერიოდს.

მეტი...

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ახალ გუბერნატორს შეხვდა და რეგიონის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავრობის მეთაურმა მიხეილ შაყულაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ახალმა გუბერნატორმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა, არის სამართლის დოქტორი. მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე არის ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ესწრებოდა.

მეტი...

რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებს გააფართოებს

ჩრდილოეთ კორეის გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით კიმ ჩენ ინისთვის ​გაგზავნილ წერილში, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებას გეგმავს. პუტინის თქმით,  მჭიდრო კავშირების განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და კორეის ნახევარკუნძულსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. „ამ მძიმე წლებში დამკვიდრებული მეგობრობისა და თანამშრომლობის დიდებული ტრადიციები კვლავ ემსახურება რუსეთის ფედერაციასა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების საიმედო საფუძველს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოებთ კონსტრუქციული ორმხრივი კავშირების მთელ სპექტრს“, – ნათქვამია წერილში.  

მეტი...

ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ. ლატვიის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული კანონი სამუშაო და საზოგადოებრივ ადგილებში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვას ითვალისწინებს. ,,პრაქტიკა ისეთია, რომ ლატვიელებმა უნდა იცოდნენ რუსული ენა ბევრ სიტუაციაში, მაგრამ ამის დაშვება არ შეიძლება, გარდა გარკვეული შემთხვევებისა, რაც კანონში იქნება ჩამოთვლილი, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ლატვიური ენა უნდა იყოს გამოყენებული საქმიან ურთიერთობებში და სამუშაო ადგილზე კომუნიკაციისთვის“, – განაცხადა იანის ბორდანსმა.

მეტი...

აფეთქება ეკვადორში – დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, 26 კი დაშავდა. ხელისუფლებამ მომხდარი დაჯგუფებების მიერ ხელისუფლებისთვის ომის გამოცხადებად შეაფასა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის სამიზნეს კუკარაჩასა და ჯუნიორის ზედმეტსახელით ცნობილი პირები წარმოადგენდნენ. ამასთან, აფეთქების შედეგად რვა სახლი და ორი ავტომობილი განადგურდა.  

მეტი...

,,რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  უკრაინა ყოველთვის მიისწრაფოდა მშვიდობისკენ და რუსეთის ხელმძღვანელობას არაერთხელ შესთავაზა სხვადასხვა მოლაპარაკებების ფორმატში ომის დასრულება და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციისგან გათავისუფლება. მისივე თქმით, ,,რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი და შესაბამისად, მით უფრო ნაკლებ ხანს გაგრძელდება ეს ომი”. „უკრაინას ყოველთვის სურდა და სურს მშვიდობას და არაერთხელ შესთავაზა რუსეთის ხელმძღვანელობას ომის დასრულება და უკრაინული მიწის ოკუპაციისგან გათავისუფლება სხვადასხვა მოლაპარაკების ფორმატებში. მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ სწამს ტერორის, რჩება თავისი პროპაგანდისტული ილუზიების მარწუხებში და იმედოვნებს, რომ შესაძლოა რაღაცის მიღწევა სხვადასხვა სახის შანტაჟის გზით. ეს არ იქნება.…

მეტი...

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია 61 ადამიანი. სამაშველო ოპერაცია ერევანში ამ დრომდე გრძელდება. დაშავებულებს შორის არიან ხუთი წლის გოგონა და ორსული ქალი. ექიმები აცხადებენ, რომ 36 დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 22 დაზარალებული უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. ცნობისთვის, ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს შუადღისას მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრში მდებარე პიროტექნიკის საწყობში მოხდა.

მეტი...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში „ვაგნერის“ შტაბი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში, პოპასნაიაში განთავსებული რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა, „ვაგნერის“ შტაბი გაანადგურეს, მას შემდეგ, რაც მათი ადგილსამყოფელი რუსმა ჟურნალისტმა გათქვა. გავრცელებული ინფორმაციით, „ვაგნერის“ შტაბი 8 აგვისტოს რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა, სერგეი სრედამ მოინახულა და ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე  მისამართიც ჩანს, რის შედეგადაც, იდენტიფიცირებადი გახდა შტაბის ადგილმდებარეობა. მეორე ფოტოში კი ევგენი პრიგოჟინია ასახული. მოგვიანებით, მან ეს ფოტოები წაშალა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათი ადგილმდებარეობის დადგენა სწორედ მათი საშუალებით მოახერხეს.

მეტი...

ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, პუტინის ბოროტების წინააღმდეგ ხმა ამოიღონ

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი რუსულპასპორტიან მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, ნუ იქნებიან ჩუმად. „როცა ბოროტება ასეთ მასშტაბებს იღებს, ადამიანების დუმილი თანამონაწილეობის დონეს უახლოვდება. ბოროტების წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლის უარყოფა მისი დახმარება ხდება. თუ თქვენ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ არ იბრძვით; ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ. სადაც არ უნდა იყოთ, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ,  თქვენი ხმა უნდა ჟღერდეს უკრაინის მხარდასაჭერად და, შესაბამისად, ამ ომის წინააღმდეგ“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტიც მზადდება. „ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე. ასევე, იმაზე, რომ…

მეტი...