რუსეთმა ნიკოპოლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან დაბომბა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსებმა  ნიკოპოლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან დაბომბეს, 12-მდე აფეთქება მოხდა  ხარკოვშიც.

მათივე ცნობით, მტერს ოთხი მიმართულებით არ მისცეს წინსვლის საშუალება და აიძულეს უკან დახევა –სვალიანსკისბახმუტის ავდეევკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე.

ამასთან, საოკუპაციო ძალები სევერსკ-ლისიჩანსკის და ბახმუტის მიმართულებით ცდილობენ აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოებას.

მსგავსი თემები