უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში „ვაგნერის“ შტაბი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში, პოპასნაიაში განთავსებული რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა, „ვაგნერის“ შტაბი გაანადგურეს, მას შემდეგ, რაც მათი ადგილსამყოფელი რუსმა ჟურნალისტმა გათქვა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ვაგნერის“ შტაბი 8 აგვისტოს რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა, სერგეი სრედამ მოინახულა და ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე  მისამართიც ჩანს, რის შედეგადაც, იდენტიფიცირებადი გახდა შტაბის ადგილმდებარეობა. მეორე ფოტოში კი ევგენი პრიგოჟინია ასახული.

მოგვიანებით, მან ეს ფოტოები წაშალა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათი ადგილმდებარეობის დადგენა სწორედ მათი საშუალებით მოახერხეს.

მსგავსი თემები