,,რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  უკრაინა ყოველთვის მიისწრაფოდა მშვიდობისკენ და რუსეთის ხელმძღვანელობას არაერთხელ შესთავაზა სხვადასხვა მოლაპარაკებების ფორმატში ომის დასრულება და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციისგან გათავისუფლება.

მისივე თქმით, ,,რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი და შესაბამისად, მით უფრო ნაკლებ ხანს გაგრძელდება ეს ომი”.

„უკრაინას ყოველთვის სურდა და სურს მშვიდობას და არაერთხელ შესთავაზა რუსეთის ხელმძღვანელობას ომის დასრულება და უკრაინული მიწის ოკუპაციისგან გათავისუფლება სხვადასხვა მოლაპარაკების ფორმატებში. მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ სწამს ტერორის, რჩება თავისი პროპაგანდისტული ილუზიების მარწუხებში და იმედოვნებს, რომ შესაძლოა რაღაცის მიღწევა სხვადასხვა სახის შანტაჟის გზით. ეს არ იქნება.

და ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი, უნდა ვუპასუხოთ ტერორის ყოველ გამოვლინებას, დაბომბვის ყველა შემთხვევას – სასტიკ დაბომბვას, რომელიც არც ერთი დღე არ წყდება. სამწუხაროდ, დანაკარგები გვაქვს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა დონეზე და ყველა ფრონტზე, მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი ერთიანობა და კიდევ უფრო მეტი ქვეყანა მოვიზიდოთ ომის საწინააღმდეგო კოალიციაში”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები