ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 43 750 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 43 750 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 43 750; ტანკი – 1 876; ჯავშანტექნიკა – 4 141; საარტილერიო სისტემა – 985; სარაკეტო სისტემა – 261; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136; თვითმფრინავები – 233; ვერტმფრენი – 195; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 787;
საკრუიზო რაკეტები – 187; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 044; გემი/ნავი/კატარღა – 15;
სპეციალური აღჭურვილობა – 92.

აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 15 აგვისტომდე პერიოდს.

მსგავსი თემები