ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია 61 ადამიანი. სამაშველო ოპერაცია ერევანში ამ დრომდე გრძელდება.

დაშავებულებს შორის არიან ხუთი წლის გოგონა და ორსული ქალი. ექიმები აცხადებენ, რომ 36 დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 22 დაზარალებული უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.

ცნობისთვის, ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს შუადღისას მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრში მდებარე პიროტექნიკის საწყობში მოხდა.

მსგავსი თემები