აფეთქება ეკვადორში – დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, 26 კი დაშავდა.

ხელისუფლებამ მომხდარი დაჯგუფებების მიერ ხელისუფლებისთვის ომის გამოცხადებად შეაფასა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის სამიზნეს კუკარაჩასა და ჯუნიორის ზედმეტსახელით ცნობილი პირები წარმოადგენდნენ.

ამასთან, აფეთქების შედეგად რვა სახლი და ორი ავტომობილი განადგურდა.

 

მსგავსი თემები