,,არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები”- კელი დეგნანი

,,როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია,”- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის განმარტებით, საელჩო არ ერევა საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და მართავს ფარულ შეხვედრებს. ,,ჩვენც გვაქვს კითხვები საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტიდან – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებიდან ყურადღების გადატანის მოტივებზე და დაჟინებით იმის გამეორებაზე, რაც უკვე არაერთგზის ითქვა, რომ დეზინფორმაციაა. ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ კითხვებს საქართველოში ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის შესახებ. რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ…

მეტი...

,,დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა, ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ”- კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების (მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი) განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, ელჩი არ ემიჯნება ომისკენ მიმართულ რიტორიკას. კელი დეგნანის განცხადებით, დასავლეთს „საქართველოს ომში ჩათრევა“ არ უცდია და ის ადამიანები, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ. ,,დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა“. ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის. როგორც საქართველოს ლიდერებს თავიდანვე ვუთხარით, ჩვენ გვესმის საქართველოს მგრძნობიარე პოზიცია, გამომდინარე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის მიმართ საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ…

მეტი...

საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 10:39 საათზე საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან დღეს უკვე მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით,  ბიძგების სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მიწისძვრა მოხდა – (mcm.ge)

მეტი...

„უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო ძლიერდება”- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის კონტრშეტევა ხერსონში სულ უფრო ძლიერდება. უწყების ინფორმაციით, უკრაინამ გამოიყენა მისი ახალი, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია მდინარე დნეპროზე არსებული სამი ხიდის დასაზიანებლად. „უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო ძლიერდება. მათმა ძალებმა დიდი ალბათობით, მდინარე ინგულეცის სამხრეთით შექმნეს ხიდი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ჩრდილოეთ საზღვარს ქმნის. უკრაინამ მათი ახალი, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია გამოიყენა, რათა მდინარე დნეპრის გადაღმა სულ მცირე, სამი ხიდი დაეზიანებინა, რომელსაც რუსეთი მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების მომარაგებისთვის ეყრდნობა,”- ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში. ამასთან, დაზვერვის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი, 1 000-მეტრიანი ანტონივსკის ხიდი…

მეტი...

,,მკაფიოდ ვიტყვი, არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე”- კელი დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ივანიშვილი  ადასტურებს, რომ მასსა და კელი დეგნანს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა. ელჩის განმარტებით, შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ან „შანტაჟზე“, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ,,როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად. მოდით…

მეტი...

სპეცოპერაციის შედეგად ფონიჭალაში ერთი პირი დააკავეს

ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება სავარაუდოდ,  ნარკორეალიზაციას უკავშირდება. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით,  სპეცოპერაცია ფონიჭალის გარდა კიდევ რამდენიმე ადგილზე ტარდება. დაკავებები ამ შემთხვევაშიც ნარკოდანაშაულს ეხება.    

მეტი...

,,უკრაინის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია”- კვლევა

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელთა 84% არ ემხრობა ტერიტორიების დათმობას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ომი დიდხანს გაგრძელდება. ,,უკრაინის ყველა რეგიონში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია. აღმოსავლეთში, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მოსახლეობის პატრიოტული განწყობა მხოლოდ გაძლიერდა: მაისიდან ივლისამდე, აღმოსავლეთის რეგიონებში ნებისმიერი დათმობის წინააღმდეგი ადამიანების რიცხვი გაიზარდა 68%-დან 77%-მდე (დათმობებისთვის მხოლოდ 16% მზადაა). სამხრეთელებს შორის 82% ეწინააღმდეგება დათმობებს (დათმობისთვის მხოლოდ 10% არის მზად). სხვა რეგიონებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა”, – წერს უკრაინული მედია კვლევაზე დაყრდნობით. აღნიშნული გამოკითხვა 6-20 ივლისის პერიოდში ჩატარდა.

მეტი...

,,ჩვენ რაში უნდა დაგვეხმაროს?! იმ ქვეყნისთვის ვერ უშველია, რომელმაც იშვილა”- თეა წულუკიანი არახამიაზე

,, სამშობლოსადმი, რომელმაც ის შვა, გამოირჩევა ზიზღით, ლანძღვით და ა.შ. ამაზე უფრო დიდი უბედურება რა უნდა დაემართოს ადამიანს?,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას შესახებ საუბრისას განაცხადა. „ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული გვარის ადამიანი ასე იქცევა იმ ქვეყანაში, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს მსოფლიოში. ამავდროულად, სამშობლოსადმი, რომელმაც ის შვა, გამოირჩევა ზიზღით, ლანძღვით და ა.შ. ამაზე უფრო დიდი უბედურება რა უნდა დაემართოს ადამიანს? ამიტომ, თუ მოახერხა, თავის თავს უშველოს. იმედი მაქვს, კიდევ ძალიან ბევრი წელი აქვს წინ სიცოცხლეში. ამ დროში თუ მოახერხებს,…

მეტი...

ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა ისროლეს

უკრაინის არმიის ჩრდილოეთის სარდლობის ინფორმაციით, გამთენიისას, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. სარდლობის ცნობით,  9 რაკეტა ჩერნიგოვის რაიონში, საზღვართან ახლოს ტყეში ჩავარდა. კიევის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსი კულებას განცხადებით,  რაკეტები რეგიონის ვიშგოროდის რაიონში გარკვეულ “ინფრასტრუქტურულ ობიექტს” მოხვდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მეტი...

,,საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდება, მაგრამ ის ჩვენს გვერდით აღარ გვყავს”- თეა წულუკიანი

,,საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან გვჭირდება, მაგრამ ის ჩვენს გვერდით აღარ გვყავს,”- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანა დააზიანა. ,,პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოვსულიყავით მაქსიმალურად დაზიანებულები ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც 3 ქვეყანა ე.წ. ვერდიქტს ველოდებოდით, რომელსაც უფრო გრძელვადიანი პერსპექტივისთვის უფრო ფართოდ უნდა გაეღო კარი. ამაში პრეზიდენტმა ძალიან დიდი როლი შეასრულა და ამაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მაგალითისთვის, ქვეყნის შიგნით ის ამბობდა, რომ რეფორმები არ ტარდება, რაც ტყუილია; ამბობდა, რომ მთავრობა არაფრის მაქნისია, რაც ტყუილია. აყენებდა შეურაცხყოფას, ვისაც კი შეეძლო. მანამდე, თორემ ახლა…

მეტი...

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ამ დროისთვის, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორის დაკავების მიზნით ტარდება. ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

,,უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება. ზელენსკის თქმით, პრეზიდენტის  ადმინისტრაცია კვირის მიწურულისთვის ემზადება მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური მოვლენებისთვის. „ვემზადებით ჩვენი ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ევროკავშირის მომხმარებლებისთვის. მიუხედავად ასეთი ომისა, ჩვენ რეკორდულ ვადაში უზრუნველვყავით უკრაინის ენერგოქსელის ევროპის მთელ ენერგოსისტემასთან მიერთება. ჩვენი ექსპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, არამხოლოდ გვქონდეს სავალუტო შემოსავალი, არამედ დაეხმარება მათ, გაუძლონ რუსულ ენერგეტიკულ ზეწოლას. ეტაპობრივად გავხდით უკრაინას ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტორად“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

,,არათუ სამი საათით, სამი წუთით არ შევხვედრილვართ ივანიშვილს და უცნაურია, რომ ასეთ შეხვედრებს მავანი ითხოვს”- თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ივანიშვილი  ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში აშშ-ის  ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა. წულუაკიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გავიდა პოლიტიკური პროცესიდან, მინისტრებს და გუნდის წარმომადგენლებს მასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცემიათ. ,,მთავარი ისაა, რომ თავად ამ შეხვედრის მონაწილემ (ბიძინა ივნიშვილი) ეს დღეს დაადასტურა, ამავე შეხვედრის მეორე მონაწილემ (კელი დეგნანი) ეს შეკითხვა აიცილა თავიდან. პირველ რიგში, როგორც მეორე მონაწილეს, მას (აშშ-ის ელჩი)  ეკუთვნის პირველი სიტყვა, მით უმეტეს, როგორც ამ განცხადებიდან ჩანს, თავად ელჩს მოუთხოვია ეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, მისდამი…

მეტი...

,,როცა ადამიანს აქვს ორი სამშობლო, კაცმა არ იცის რომელი უფრო სტიკვა”- სოზარ სუბარი პრეზიდენტზე

,,პრეზიდენტი რას ამბობს საერთოდ არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში ჩვენზე რას იტყვის ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესოა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, გაურვეველია რა ,,თამაშს თამაშობს”  საქართველოს პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი. ,,როცა ადამიანს აქვს ორი სამშობლო როგორც ჩანს, მაინც კაცმა არ იცის რომელი უფრო სტიკვა და სტკივა თუ არა ის სამშობლო, რომელიც მისი მეორე სამშობლოა და სადაც ის არ დაბადებულა და რომლის კულტურაც ბოლომდე ვერ გაითავისა და კაცმა არ იცის რა თამაშს თამაშობს და ვის თამაშს თამაშობს. ეს არის ძალიან სამწუხარო, რაზეც მწყდება გული მე სალომე ზურაბიშვილის მიმართ.…

მეტი...

 ,,იმდენად ბევრი გულშემატკივარი გვყავს, შესაძლებელია, საზოგადოებრივი მოძრაობაც კი შევქმნათ”- მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აანონსებს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას, გულშემატკივართა დიდი რაოდენობით ხსნის. მისივე თქმით, მოსახლეობის უმრავლესობამ გაითავისა ქვეყანა რომ მათ ეკუთვნით. „ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ გაითავისა ქვეყანა რომ მათ ეკუთვნით და ამ სიტუაციაში მათაც სჭირდებათ ღირსეული პარტნიორი და პასუხი, ვინც კი ჩვენი გულშემატკივარია, რომ რასაც ღიად ესაუბრება ვთქვათ ტელეეკრანებიდან და ბრიფინგებიდან, ისევე იყოს განწყობილი კულუარებშიც. ეს ქვეყანა ყველა ჩვენგანისაა და აქ რომელიმე ერთ, ორ ლიდერზე, ან ხელისუფალზე, ან პრემიერ-მინისტრზე ვერ განხორციელდება ზეწოლა და ის ვერ იქნება ამის განმხორციელებელი, რადგან ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს, ყველა დგას…

მეტი...

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 03:48 საათზე საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიძგების სიძლიერემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...