,,რუსეთის არმიამ პანიკა დაიწყო”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, საოკუპაციო ძალების არმია პანიკაშია. მისივე თქმით, ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი უკრაინელები კარგად აცნობიერებენ, რა ხდება და ხედავენ პანიკას რუსეთის არმიაში.

,,რუსეთის არმიამ, როგორც კი ჩვენი HIMARS-ი გამოჩნდა, პანიკა დაიწყო. რატომ? თავდასხმის ქვეშაა ლოჯისტიკური ცენტრები და საბრძოლო მასალები, თავდასხმის ქვეშაა ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღების ცენტრები. ეს ყველაფერი იწვევს რუსი ოკუპანტების პანიკას. ამ ყველაფერს გრძნობენ ადგილზე მყოფი ადამიანები. მათ ესმით, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნება,”- აღნიშნა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება მხოლოდ შეიარაღებული საშუალებებით არის შესაძლებელი.

,,მხოლოდ შეიარაღებული საშუალებებით. არავითარი დიპლომატია, არავითარი მინსკის ახალი ფორმატები არ დაგვეხმარება. ეს არის მთავარი და ეს უნდა გავიგოთ. უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ სამხედრო საშუალებებით დავამტკიცებთ, რომ რუსეთის ფედერაციას არც ლეგალური, არც დეფაქტო, არანაირი ინსტრუმენტი არ აქვს ამ ტერიტორიებზე გავლენის მოსახდენად,”- განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები