„სამი ადამიანი შევიწყალე, გასამდა და დამთავრდა“ – პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებაზე

პრეზიდენტის განცხადებით, მისი მხრიდან უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას შეწყალება დეპოლარიზაციის ნაწილი იყო.  მისი თქმით, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა.

„მე დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე. სამი ადამიანი შევიწყალე – უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა. გასამდა და დამთავრდა… დღეს მე დეპოლარიზაციაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თვითონ ხელისუფლებამ, რომ არ გადადგას უდროო ნაბიჯები. ძალიან კარგად იცოდნენ იმ დროს, როცა ნიკა გვარამიას სასამართლო დანიშნეს, რომ ეს რეაქციები იქნებოდა და ესეც არის ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც გაუგებარია. რატომ აკეთებ ამას იმ დროს, როცა იცი, რომ ყველა შუქი შენზეა მომართული? არანაირად არ იყო საჭირო ეს“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

 

 

მსგავსი თემები