,,გვინდა კანდიდატის სტატუსი? მთავარი კითხვა ეს არის”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ პოლარიზაციის შემცირების მიზნის მან, რაღაც ფორმით მედიატორის როლი შეასრულოს. ზურაბიშვილი ევროკომიისიის მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობას ითხოვს.

„ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ძალიან კარგია, რომ არის სამუშაო ჯგუფები. მე, სხვათა შორის, აქაც მოვითხოვ და ცალკეც მოვითხოვ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე ამ ჯგუფებში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაც მომენტში, არ გამოვრიცხავ პრეზიდენტის რაღაც ფორმით მედიატორობას. იმიტომ, რომ დღეს უკვე უცხოელების ჩართულობა აღარ იქნება და მე მზად ვარ ამისთვის, თუ მდგომარეობა ასე ვთქვათ, მომწიფდება “, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო არ იმყოფება იმ პოზიციაში, რომ ევროკავშირს გარკვეული პირობები წავუყენოთ.

„დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, ევროკავშირს პირობები დავუსვათ, ამას გავაკეთებ, ან იმას გავაკეთებ, თუ ამ სტატუსს მივიღებ. დღეს ჩვენ, საქართველო არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენ დავუსვათ პირობები ევროკავშირს. გვინდა კანდიდატის სტატუსი? მთავარი კითხვა ეს არის. გვინდა? – მაშინ მზად უნდა ვიყოთ და ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ, მარჯვნივ და მარცხნივ, რომ რაღაც ნაბიჯები გადავდგათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

მსგავსი თემები