პრეზიდენტის თქმით, ელჩს 5 წელი არაფერი გაუკეთებია, ის გაეროში არ უნდა დაინიშნოს და სხვაგან უნდა წავიდეს

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ელჩს ამერიკაში დავით ბაქრაძეს, 5 წის განმავლობაში საერთოდ არაფერი გაუკეთებია. ამით ხსნის პრეზიდენტი იმ ფაქტს, რომ  ის დანიშვნას ხელი არ მოაწერა.

„37 ელჩი იქნა წარდგენილი, რაც მე გავხდი პრეზიდენტი. 36-ზე ხელი მოვაწერე. მოგცემთ სიას და მათ ჰკითხეთ, ერთი რჩება, 37-ე, დავით ბაქრაძე, რომლის წარდგენა მივიღე 15 ივლისს, რამდენიმე დღის წინ. მათი საკონსტიტუციო სარჩელი დიდი ხნის წინ არის უკვე გადაცემული. იმ დროისთვის არც ერთი ოფიციალური და ვიმეორებ, ფორმალური წარდგენა, რაც ჩემთან მოვიდა წერილობით, ყველა იქნა დაკმაყოფილებული, ასევე ელჩების გამოწვევა. ბაქრაძესთან დაკავშირებით არ იყო მოსული (მოთხოვნა), ახლა მოვიდა. რასაც არ ამბობენ – ყველა პრემიერის დროს, წინა პრეზიდენტების დროსაც იგივე იყო, არსებობდა ორი ნაწილი ელჩების დანიშვნის პროცესში. ვთქვი, რომ ამას არ ვეთანხმებოდი და ამ საუბრებისას მოვითხოვე მათგან არგუმენტები – რატომ ეს ადამიანი? რა გააკეთა ისეთი, რასაც თქვენ აფასებთ და მე არ ვიცი? და შეიძლება დაგეთანხმოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ბაქრაძის საკითხის გამო უჩივლეს მას საკონსტიტუციო სასამართლოში.

„რჩება ერთი ბაქრაძის პრობლემა, ამაზე შეაქვთ საკონსტიტუციოში სარჩელი და სთხოვენ, რომ ანტიკონსტიტუციურად იყოს მიღებული ჩემი უმოქმედობა ამ შემთხვევაში. ჯერ არ არის უმოქმედობა, რადგან 15 ივლისის წერილია, რამდენიმე დღის. ვნახოთ, როგორი ქმედება ან უმოქმედობა მექნება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები