,,ევროკავშირის გაფართოება ისეთი პროცესია, რომლის ნაჩქარევად განხორციელება არასწორია”- დიეგო კოლასი

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა სამოქალაქო საზოგადოება ,,გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ორგანიზებით მიმდინარე დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი ნაჩქარევად ვერ განხორციელდება. ,,ევროპარლამენტში გამოსვლისას მაკრონმა ნათლად განაცხადა, რომ მის გულში უკრაინა უკვე ევროკავშირის წევრია და მან ასევე ისაუბრა მოლდოვისა და საქართველოს შესახებ, რომელთა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს ლეგიტიმური უწოდა. თუმცა, ამავე დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გაფართოება ისეთი პროცესია, რომლის ნაჩქარევად განხორციელება არასწორია. თუ ვაპირებთ, რომ ევროკავშირი გავაფართოოთ, ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ გვინდა, რომ გაფართოებისთვის ვიმუშაოთ, ამის სურვილი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ამას დრო დასჭირდება”,- აცხადებს დიეგო კოლასი.

მეტი...

პირველად ისტორიაში მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებს საქართველოს ეროვნული ნაკრები

პირველად საქართველოს ისტორიაში, მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებს საქართველოს ეროვნული ნაკრები. ტურნირი კოშიცეში, სლოვაკეთში ა/წ 4-11 ივნისს ტარდება და მასში 24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. ეროვნული ნაკრები შეირჩა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის გუნდებში მოასპარეზე გამორჩეული სპორტსმენებით, მათ შორის ძირითადი ბირთვი FC PSP-ს საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ამჟამად მიმდინარე ფუტსალის პროფესიონალური ლიგის ოთხეულში არიან. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ასევე ეროვნული ლიგის გამორჩეული მწვრთელი ბესარიონ არველაძე, ამასთან PSP-ს გუნდის მწვრთნელია. საქართველოს ნაკრები С ჯგუფშია განთავსებული და თავის პირველ თამაშს მონტენეგროსთან 5 ივნისს ითამაშებს 13:45სთ-ზე თბილისის დროით. ტურნირი 24 ქვეყანაში გადიცემა პირდაპირი…

მეტი...

კობა კობალაძემ სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ინიციატივით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, კახა კაკაბაძის ორგანიზებით, უწყებაში, მორიგი საქმიანი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში, რომელიც ზუმ ფორმატში წარიმართა, სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აგრარულ სექტორში დასაქმებული ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებიც მიწის დამუშავებასთანაა დაკავშირებული. დაისახა ამ გამოწვევათა დაძლევის გზები, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებისა და კერძო კომპანიების ჩართულობას გულისხმობს. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის საგრანტო პროგრამებს, რომელთა ვეტერანების საჭიროებებსა და მათ შესაძლებლობებზე მორგებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები…

მეტი...

,,როცა პრეზიდენტი პოზიციას გვიწუნებს, რატომ არ ჩავრთეთ ზელენსკი, უმჯობესია საზოგადოებას აუხსნას, რას ნიშნავს ელჩის გაწვევა”- ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის შესაძლებლობა უდნა მიეცათ, საქართველოს პარლამენტისთვის სიტყვით მიემართა. ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, როდესაც ზურაბიშვილი ზელენსკის ჩართვას ითხოვს, როგორც ყოფილმა დიპლომატმა უმჯობესი იქნება აუხსნას საზოგადოებას, თუ რას ნიშნავს ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნიდან ელჩის გაწვევა. „ნება მიბოძეთ, დავიტოვოთ უფლება და არ დავეთანხმოთ პრეზიდენტს მთელ რიგ საკითხებში. დიახ, დემოკრატია ეს არის, რომ პრეზიდენტს ცალკეულ საკითხებზე თავისი შეფასებები აქვს და ჩვენი შეფასებები არის განსხვავებული. ობიექტური რეალობა არის ის, რასაც ჩვენ ვიძახით. თუ ქალბატონი პრეზიდენტი სიღრმისეულად შეხედავს სურათს, ძნელი დასანახი არ უნდა…

მეტი...

ნიკოლოზ სააკაშვილი პენიტენციალური სამსახურს წერილით მიმართავს

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი პენიტენციალური სამსახურს წერილით მიმართავს. ნიკოლოზ სააკაშვილი პენიტენციურ სამსახურს თხოვნით მიმართავს, უზრუნველყონ მამა-შვილის შეხვედრა. ,,ღია წერილი პენიტენციალური სამსახურის ხელმძღვანელს, მოგმართავთ მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი – ჩემი შვილი უკვე მე 8 თვეა არის პატიმრობაში რომელიც არის აგრეთვე მძიმე ავადმყოფი.მიუხედავად ბევრი მცდელობისა რომ შემდგარიყო მამა-შვილს შორის პაემანი ,რომელიც დაშვებულია არსებული კანონმდებლობით(მიხეილ სააკაშვილის უფლედამცველმა რამდენჯერმე თქვენთან შემოიტანა განაცხადი ჩემს შესახებ, პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს?!) გთხოვთ გაერკვიოთ, რა ხდება?რა არის მიზეზი მშობლის მიერ შვილის არ ნახვისა. მომეცით წერილობითი პასუხი და უზრუნველყავით ასაკოვანი მამის და პატიმარი შვილის შეხვედრა. საქართველოს მოქალაქე…

მეტი...

,,ზურაბიშვილი, როცა სააკაშვილის შეწყალებაზე საუბრობს, სწორად ამბობს, რომ ეს პოლარიზაციას გაზრდის”- ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური საქართველოს პრეზიდენტის  სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დროული არ იყო. ღუდუშაურის თქმით, ხელისუფლებამ სასამართლოს არ უნდა უკარნახოს , რა ტიპის გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. „არ ვიცი, რას ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, მაგრამ როცა პრეზიდენტი საუბრობს, თან ყოფილი მაღალი რანგის დიპლომატი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა არა. სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, შეუვალი, ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს არა მარტო სასამართლოს, არამედ პირდაპირ ურტყამს დემოკრატიის ფესვებში. ამიტომ თავი დავანებოთ სასამართლო განრიგის დაწესებას, რა…

მეტი...

“შეწყდეს ლგბტ პროპაგანდა. კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი გამოცხადნენე პერსონა ნონ გრატად” – დავით ლორთქიფანიძე (ვიდეო)

„შეწყდეს საქართველოს შიდა საქმეებში გაეროს და ევროკავშირის მისიების, ასევე საელჩოების მხრიდან ბინძური ხელების ფათური“ – აცხადებენ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობას“ ხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძე. მათ, დაგეგმილ აქტივობებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაურეს და აღნიშნეს, რომ ლგბტ თემს არანაირ აქტივობას არ ჩაატარებინებენ. „2022 წლის 6 ივნისს, ორშაბათს, დღის 12 საათზე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან (ილია ჭავჭავაძის გამზირი N64) „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობა“ გამართავენ საპროტესტო აქციას. შეწყდეს საქართველოს შიდა საქმეებში გაეროს და ევროკავშირის მისიების, ასევე საელჩოების მხრიდან ბინძური ხელების ფათური. შეწყდეს ლგბტ პროპაგანდა. კელი დეგნანი, კარლ…

მეტი...

,,საქსტატის” ინფორმაციით, პური და პურპროდუქტები 4.8%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. ,,საქსტატის” ცნობით, ფასები გაიზარდა პურზე, თევზეულზე, ზეთზე, მინერალურ წყლებზე და უალკოჰოლო სასმელებზეპურზე, თევზეულზე, ზეთზე და ხილზე. ,,2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 6.7 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2…

მეტი...

,,ევროკომისიის დასკვნა, ასახავს იმ ნაკლოვანებებს, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში”- გიგი გიგიაძე

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადებით, რთულია იმაზე საუბარი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. მისი თქმით, ევროკომისიის დასკვნა, ასახავს იმ ნაკლოვანებებს, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში. ,,ახლა, ძალიან რთულია იმაზე საუბარი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა რეკომენდაციები იქნება გაწეული ევროკომისიის მიერ ევროკავშირის საბჭოსთვის. ახლა ამის თაობაზე საუბარი ძალიან რთულია და ნებისმიერი განცხადება მხოლოდ სპეკულაციის საფუძველი იქნება. ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ორ კვირაში გვეცოდინება, როდესაც ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდება. ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება კონკრეტულად, თუ რას განიხილავს ევროკავშირი საქართველოსთვის, ასევე მოლდოვას…

მეტი...

რუსეთის აგრესიას უკრაინაში 261 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 261 ბავშვია დაიღუპა, 463-ზე მეტი კი დაშავდა. პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 187, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 112, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 52, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 47, ზაპოროჟიეს ოლქში – 29, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტი წვრთნებს იწყებს

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტმა  ერთკვირიანი წვრთნები დაიწყო, რომელშიც 40-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და 20 თვითმფრინავი მონაწილეობს. წვრთნების მიმდინარეობისას  ფლოტი საზღვაო ავიაციასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მტრის წყალქვეშა ნავების სამძებრო ოპერაციებში. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს: რუსეთის სარდლობის ხომალდი მარშალ კრილოვი, ფრეგატი მარშალ შაპოშნიკოვი და დიდი წყალქვეშა გემებისა და კორვეტების ჯგუფი, მცირე წყალქვეშა გემები, ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები, სარაკეტო ნავები და დამხმარე ხომალდები.

მეტი...

პოლიციამ რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, სამეგრელოში, სვანეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, 3 პირი დააკავეს და 2 ამხილეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული დ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ვ.ჭ. მარტვილში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ავტომობილიდან, რომლითაც ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცებად ამოიღო…

მეტი...

,,ვფიქრობ, ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო გააძლიერებს”- ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  ბრატისლავაში, GLOBSEC 2022 – ის პანელზე „Europe’s Addiction Problem: Russian Energy” განხილული საკითხების შეფასებისას განაცხადა, რომ  აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს პრიორიტეტულობის კიდევ ერთხელ წარმოჩენა და დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით,  ყველაფერი უნდა გაკეთდეს , რომ საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. „ვისაუბრეთ იმაზე, რომ დასაჩქარებელია ე.წ ეკონომიკური და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესი, როდესაც უფრო სწრაფად მოხდება განახლებად ენერგიასა და ამ ენერგიის წყაროებზე გადასვლა. ამ მიმართულებით, საქართველოს პოტენციალი ყოველმხრივ აღინიშნება – ჩვენს ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების ძალიან დიდი შესაძლებლობები და ამ…

მეტი...

პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 18 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა, ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, შვიდი საქმე განიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ექიმს ერთ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, ხოლო მეორე სპეციალობაში მოქმედების ვადა ექვსი თვით შეუჩერდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფესიული გადაცდომა დაუდგინდა კიდევ ერთ ექიმს, რომელსაც სერტიფიკატის მოქმედების ვადა ერთი თვით შეუჩერდა. 18 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა. „პროფესიული განვითარების საბჭო ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები განიხილავენ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ,…

მეტი...

,,რომ გადავრჩეთ და მარიუპოლი არ გვქონდეს პუტინს უნდა გავუგოროთ და ჩავწვეთო”- გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს ნულოვანი შანსი აქვს დასავლურ ოჯახში დაბრუნების. მისივე თქმით, აუცილებელია ქვეყნის შიგნით სწორ გზაზე დგომა. ,,რომ გადავრჩეთ და მარიუპოლი არ გვქონდეს პუტინს უნდა გავუგოროთ და ჩავწვეთო – ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, ჩაწოლა არის ჩვენი საფრთხის გაზრდა და დანებება ნიშნავს კადიროვის ბოგინს ჩვენს ქვეყანაში. სანამ ივანიშვილი და მის გარშემო მყოფი ხალხი ხელისუფლებაშია, ნულოვანი შანსი გვაქვს დასავლურ ოჯახში დაბრუნების, ვერავის მხარდაჭერა ვერ გვიშველის სანამ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ. იმისთვის, რომ ეს პროცესი დასრულდეს ყველა ეტაპი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით სწორ გზაზე…

მეტი...

აშშ რუსულ კომპანიებს ახალ სანქციებს უწესებს

აშშ-მა რუსულ კომპანიებს ახალ სანქციებს უწესებს. სანქცირებულთა სიაში 71 რუსული და ბელარუსული საწარმო მოხვდა. მათ შორის, არის რამდენიმე საავიაციო ქარხანა, გემთმშენებელი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. ,,შავ სიაში” რუსეთში ყველა დიდი საავიაციო ქარხანა მოხვდა.  სანქციები შეეხო პეტერბურგის გემთმშენებელ ინსტიტუტებს. საერთო ჯამში, რუსეთის შეიარაღებულ ძალების მხარდაჭერი 322 ორგანიზაციაა სანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.  

მეტი...

,,ფრონტის წინა ხაზზე რუსები აყენებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის განცხადებით, სევეროდონეცკთან ბრძოლებში გარკვეული წარმატებებია, თუმცა საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია. მისივე თქმით, რუსული მხარე ბრძოლის წინა ხაზზე რუსები აყენებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს. „სიტუაცია დონბასზე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სევეროდონეცკთან ბრძოლებში არის გარკვეული წარმატებები, მაგრამ საუბარი ნაადრევია. იქ სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, ასევე ბახმუტში და ლისსიჩანსკთან. ასეთი ადგილები ძალიან ბევრია, სადაც რუსეთის შეტევა გრძელდება. რუსეთი იყენებს მის ხელთ არსებულ საბრძოლო შესაძლებლობების მაქსიმუმს. ისინი არ ზოგავენ ხალხს. ყველაზე ცინიკური ის არის, რომ წინა ხაზზე რუსები აყენებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს. დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებს. რუსი სამხედროები ხშირად ასე ე.წ. მობილიზებულების ზურგს უკან იმალებიან. რაც…

მეტი...

,,ჩვენი ძალები მოსკოველ ამხანაგებს ანადგურებენ საზარბაზნე ხორცივით”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა სევეროდონეცკში რუსული ძალები მახეში მოამწყვდია. მისივე თქმით, ოკუპანტი ქვეყნის ჯარები ახლა გამოუვალ მდგომარეობაში არიან. „უკრაინულმა არმიამ სევეროდონეცკში რუსული ძალები მახეში მოამწყვდია. ახლა რუსული სამხედრო ხელმძღვანელობა შოკშია. მათ უკვე გაუგზავნეს ანგარიში მეთაურებს, რომ ქალაქი სევეროდონეცკი აიღეს, როდესაც ჩვენმა ძალებმა ხისტი საპასუხო დარტყმა მიაყენეს და ახლა მოსკოველ ამხანაგებს ანადგურებენ საზარბაზნე ხორცივით და ეს ხდება მიუხედავად რუსების უპირატესობისა ავიაციასა და არტილერიაში. ჩვენი ჯარი აჩვენებს არაჩვეულებრივ სიმამაცეს, ხოლო მეთაურები – ტაქტიკურ ნიჭს”, – აცხადებს არესტოვიჩი.  

მეტი...

„უკრაინას აქვს სრული უფლება, უპასუხოს რუსეთის აგრესიას”-ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, აშშ-მა მიიღო გარანტიები, რომ უკრაინა გადაცემულ სისტემებს არ გამოიყენებენ რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. მისი თქმით,  უკრაინას აქვს სრული უფლება უპასუხოს რუსეთის აგრესიას. „უკრაინას აქვს სრული უფლება, უპასუხოს რუსეთის აგრესიას. ფაქტი ისაა, რომ რუსეთის სამხედროები ახლა იმყოფებიან უკრაინის შიგნით, მათ სუვერენულ ტერიტორიაზე და ისინი იქ არიან სხვადასხვა ფორმით 2014 წლიდან, თუმცა ცხადია, უფრო ფართოდ 24 თებერვლიდან. ამიტომ, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, როგორც ეს ყველა ქვეყანას აქვს. მართალია ისიც, რომ მივიღეთ გარანტიები, რომ გუშინ გადაცემულ სისტემებს არ გამოიყენებენ რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეების…

მეტი...

,,უკრაინა მიხვდა, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ მეგობრობს ვალის მოსახდელად”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოფიას ტაძართან გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა მიხვდა ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ მეგობრობს ვალის მოსახდელად. „24 თებერვლიდან უკრაინამ ძალიან ბევრი რამ გადააფასა. მიხვდა, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ მეგობრობს უბრალოდ ვალის მოსახდელად. ჩვენ არ გვჭირდება გულწრფელობას მოკლებული ხელის ჩამორთმევა, გულწრფელობას მოკლებული ღიმილი ეტიკეტისთვის, გულწრფელობას მოკლებული სიტყვები, რომლებიც ჩვევად იქცა. ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ მოკავშირეები არა პროტოკოლურად ან ეტიკეტით, არამედ სინდისით და ღირსებით. ჩვენ მზად ვართ, ვიმეგობროთ მტკიცედ და სამუდამოდ. სხვაგვარი მეგობრობა არ გვსურს. მადლობას ვუხდი ყველა ელჩს, რომელიც უკრაინაში რაც შეიძლება დიდ ხანს დარჩა. მადლობა…

მეტი...

,,ამ ქვეყანაში სულ არასწორი დრო იქნება, ხან არჩევნებია, ხან ევროკავშირთან დაკავშირებული გამოწვევებია”- მამუკა მდინარაძე გვარამიას დაკავებაზე

 „ქართული ოცნების“ აღმასრულებელის მდივანის,  მამუკა მდინარაძის განცხადებით,  ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში, ხელისუფლება არ ჩარეულა. მისივე თქმით, ხელისუფლება სასამართლოს განჩინებაში ვერ ჩაერევა. „არასწორი დრო სამართალწარმოებაში არ არსებობს. შევეკამათები გინდათ პრეზიდენტს, გინდაც იმ ადამიანებს, ვინც იმას არ კადრულობენ, რასაც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და შედარებით კონსტრუქციულად და ადამიანურად აწარმოებენ პოლიტიკას. მე გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, არასწორი და სწორი დრო სამართალწარმოებაში, ამ ტერმინების შემოტანა თავად არასწორია და რატომ – ზუსტად ეგ იქნება პოლიტიკური ჩარევა, ჩვენ რომ რაღაც გზებით ვცადოთ ან სასამართლოსთან, ან პროკურატურასთან იმგვარი კონტაქტი, რომ იცი რა, შენი ჭირიმე, ახლა არასწორი დროა და…

მეტი...

,,ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა მოგვეწვია საქართველოს პარლამენტში”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცადებით, უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამომხატვა საქართველოს ვალია. მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკს უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტისთვის სიტყვით მიემართა. „არ შეიძლება ამ ქვეყნის მიმართ მთლიანად სოლიდარული არ ვიყოთ, რომელიც დღეს არის იმავე პირობებში უფრო ხანგრძლივად, რომელშიც ჩვენ ვიყავით. უკრაინამ მსოფლიოს ბრძოლის, შემართების, თანმიმდევრობისა და გამძლეობის დიდი მაგალითი უჩვენა. ამას ქართველები რომ უყურებენ, აფასებენ. არავინ გვთხოვს იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ გვევალება მორალური სოლიდარობა. ერთ მაგალითს გეტყვით, ჩვენ ვართ ალბათ ერთ-ერთი ქვეყანა, ევროპაში დარჩენილი იმ ცოტა ქვეყნიდან, სადაც ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ეს ხომ არაფერს ითხოვს…

მეტი...

„პუტინს სურდა ნაკლები ნატო და ამ საბაბით შეიჭრა უკრაინაში“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა, რომ ალიანსი არ გაფართოებულიყო და უკრაინა ნატო-ს წევრი არ გამხდარიყო. „პრეზიდენტ პუტინს სურდა ნაკლები ნატო და ამ საბაბით შეიჭრა უკრაინაში, მაგრამ ის მიიღებს მეტ ნატო-ს, ნატო-ს მეტი წარმომადგენლობით აღმოსავლეთ ფლანგზე, და მეტი წევრებით“ – აღნიშნავს სტოლტენბერგი. შეგახსენებთ, რომ ალიანსის წევრობისთვის ფინეთი და შვედეთიც ემზადება.  

მეტი...

„ეს ომი გადაიქცა ომად გამოფიტვამდე“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ დასავლეთი მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს უკრაინას. მისი შეფასებით ეს ომიც, სხვა ომის მსგავსად, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. „ომი, თავისი ბუნებით არაპროგნოზირებადია და ამიტომ უბრალოდ უნდა ვიყოთ მზად ხანგრძლივი ომისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ომი გადაიქცა ომად გამოფიტვამდე, სადაც უკრაინელები დიდ საფასურს იხდიან ქვეყნის დასაცავად ბრძოლის ველზე. ასევე ვხედავთ რუსეთს, რომელსაც დიდი დანაკარგი აქვს“ – აცხადებს იენს სტოლტენბერგი. ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, ყველას პასუხისმგებლობაა, დაეხმაროს უკრაინას. „ომების უმეტესობა, და დიდი ალბათობით ეს ომიც, რომელიმე ეტაპზე დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან.  ის, რაც მოხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, მჭიდროდაა დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობასთან.…

მეტი...

„რელიგიური ლიდერების თვალთვალი საქართველოში ფართოდაა გავრცელებული“ – რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში?!

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რელიგიური ლიდერების თვალთვალი და მათი საუბრების მიყურადება პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან, ფართოდაა გავრცელებული“ – ეს გახლავთ ამონარიდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც რელიგიის თავისუფლებას ეხება. ანგარიშის  მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს რელიგიური ნიშნით დევნას და აღიარებს ყველას თანასწორობას, მიუხედავად მათი მრწამსისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის ან სხვა ადამიანების უფლებების გათვალისწინებით. თუმცა, ეს პრინციპი ყოველთვის არ არის დაცული. „სექტემბერში ინტერნეტში გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომლებიც გავრცელდა მედიით, სავარაუდოდ აჩვენებს, რომ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რელიგიური ლიდერების თვალთვალი და მათი საუბრების მიყურადება პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან, ფართოდაა გავრცელებული. მთავრობამ უარყო დოკუმენტების რეალობა,…

მეტი...

ლიეტუველებმა უკრაინისთვის 6 მილიონი შეაგროვეს, თუმცა, თურქეთი უკრაინას „ბაირაქტარს“ აჩუქებს

​ლიეტუვას მოსახლეობამ უკრაინის დასახმარებლად 3 დღეში 6 მილიონი ევრო შეაგროვა. ეს თანხა განკუთვნილი იყო უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატის შესაძენად, რომელიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება. უპილოტო საფრენი აპარატის შესყიდვა თურქეთში უნდა მომხდარიყო. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუსაუსკასი აცხადებს,  თურქეთი  ლიეტუვას  უპილოტო საფრენ აპარატ „ბაირაქტარს“ უფასოდ გადასცემს. „დაუჯერებელია, მაგრამ თურქეთი თანახმაა, უფასოდ გაიღოს „ბაირაქტარი“, რომლისთვისაც ლიეტუვამ ფული შეაგროვა. უკრაინელი ხალხის მიერ  შეგროვებული თანხით კი შევიძენთ „ბაირაქტარისთვის“ საჭირო საბრძოლო მასალას. დარჩენილი თანხა  გადაირიცხება უკრაინის მხარდაჭერის ფონდში“, – აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.  

მეტი...