„ეს ომი გადაიქცა ომად გამოფიტვამდე“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ დასავლეთი მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს უკრაინას. მისი შეფასებით ეს ომიც, სხვა ომის მსგავსად, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.

„ომი, თავისი ბუნებით არაპროგნოზირებადია და ამიტომ უბრალოდ უნდა ვიყოთ მზად ხანგრძლივი ომისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ომი გადაიქცა ომად გამოფიტვამდე, სადაც უკრაინელები დიდ საფასურს იხდიან ქვეყნის დასაცავად ბრძოლის ველზე. ასევე ვხედავთ რუსეთს, რომელსაც დიდი დანაკარგი აქვს“ – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, ყველას პასუხისმგებლობაა, დაეხმაროს უკრაინას.

„ომების უმეტესობა, და დიდი ალბათობით ეს ომიც, რომელიმე ეტაპზე დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან.  ის, რაც მოხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, მჭიდროდაა დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობასთან. უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რომ მათ მიაღწიონ საუკეთესო შესაძლებელ შედეგს ამ კონფლიქტში“, – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.

 

მსგავსი თემები