,,ევროკომისიის დასკვნა, ასახავს იმ ნაკლოვანებებს, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში”- გიგი გიგიაძე

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადებით, რთულია იმაზე საუბარი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. მისი თქმით, ევროკომისიის დასკვნა, ასახავს იმ ნაკლოვანებებს, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში.

,,ახლა, ძალიან რთულია იმაზე საუბარი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა რეკომენდაციები იქნება გაწეული ევროკომისიის მიერ ევროკავშირის საბჭოსთვის. ახლა ამის თაობაზე საუბარი ძალიან რთულია და ნებისმიერი განცხადება მხოლოდ სპეკულაციის საფუძველი იქნება. ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ორ კვირაში გვეცოდინება, როდესაც ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდება. ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება კონკრეტულად, თუ რას განიხილავს ევროკავშირი საქართველოსთვის, ასევე მოლდოვას და უკრაინისთვის, როგორც შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. დათქმები აუცილებლად იქნება. თუ რაღაც ნაბიჯი წინ იქნება გადადგმული, აუცილებლად იქნება კონკრეტული დათქმები და ჩემი აზრით, იქნება პირობითობა. ევროკომისიის დასკვნა, დიდი ალბათობით, ასახავს იმ ნაკლოვანებებს, რომელიც დღეს არსებობს, როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ ორ ქვეყანაში”,- განაცხადა გიგი გიგიაძემ.

მსგავსი თემები