დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი გადადგა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

ლიზ ტრასის განცხადებით, პრემიერი “დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის” დროს გახდა.

,,მე ვაღიარებ, სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე მანდატის განხორციელება, რომლითაც მე ამირჩა კონსერვატიულმა პარტიამ”,- განაცხადა ლიზ ტრასმა.

ტრასი პრემიერ-მინისტრად 5 სექტემბერს აირჩიეს. ბრიტანეთის ისტორიაში ლიზ ტრასი თანამდებობას ყველაზე ხანმოკლე პერიოდით,  44 დღის განმავლობაში იკავებდა.

მსგავსი თემები